”ჰაბლის” საშუალებით მიღებული მკაფიო გამოსახულება ადასტურებს, რომ სამი ზეახალი, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ აღმოაჩინეს, გალაქტოკათშორის ბნელ სიცარიელეში აფეთქდა, მას შემდეგ, რაც მილიონობით და მილიარდობით წლების წინ მშობლიური გალაქტიკიდან იქნენ გამოძევებული.
ეს მარტოხელა ზეახლები, სამი დიდი გალაქტიკური გროვას გალაქტიკებს შორის აღმოაჩინეს. ზეახალთა უახლოესი მეზობლები 300 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ, თითქმის 100-ჯერ შორს, ვიდრე ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი – კენტავრის პროქსიმა(4,24 სინათლის მანძილზე მზიდან).
კვლევის ხელმძღვანელი მელისა გრეჰემი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომელიც სამცნიერო ფანტასტიკის მოყვარულია, ამბობს, რომ ეს ზეახლები გამოგონილ ვარსკვლავს – თრიალი, აგონებს, რომელიც იენ ბენქსის რომანში – Beyond the Darkness, სხვა ვარსკვლავებს მილიონობით სინათლის წლით არის დაშორებული.
ამ ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტები, რა თქმა უნდა, აფეთქებამ გაანადგურა, თუმცა მათი ღამის ცაც ისეთივე ბნელი იქნებოდა, როგორც რომანისეული პლანეტა გოლთერის ცა(მოხეტიალე ვარსკვლავები და პლანეტები).