თუ, ოდესმე, ბოლოს და ბოლოს, უცხოპლანეტელბთან მოგვიწევს შეხვედრა, ისინი, ალბათ, მწვანე კაცუნები, ან მოფუსფუსე მწერები არ იქნებიან. ან საერთოდ, იქნებიან კი ისინი ბიოლოგიური არსებები? ხელოვნური ინტელექტის აჯანყებაზე და გარდაუვალ კოლაფსზე მოსაუბრე ფილოსოფოსები, მეცნიერები და ფუტუროლოგები ხომ დედამიწელი არსებები არიან…
სიუზან შნაიდერი, კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორი, სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ის ასტრონომთა ჯგუფს შეუერთდა, რომელშიც SETI(WOW და სხვა სიგნალები…)-ის მთავარი ასტრონომი სეთ შოსტაკი, ასტრობიოლოგები პოლ დევისი და სთივენ დიკი შედიან(ასტრობიოლოგია: იშვიათი სახეობა). მათი აზრით, კოსმოსში ხელოვნური ინტელექტი დომინირებს. თავის ნაშრომში ”უცხო გონი”, შნაიდერი განმარტავს, რატომ იქნებიან არამიწიერი მოაზროვნე არსებები ხელოვნურად შექმნილები და როგორ შეიძლება აზროვნებდნენ ისინი.
”ყველაფერი, რაც მათ აზროვნებასთან იქნება დაკავშირებული – ინფორმაციის მიღება და დამუშავება, მიზნები და ზრახვები, სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს ჩვენეულისგან. ასტრობიოლოგები ხელოვნური ზეინტელექტის არსებობაზეც უნდა დაფიქრდნენ. ამ ცნებასა და ”ხელოვნურ ინტელექტს” შორის სერიოზული განსხვავება არსებობს. იმას არ ვამბობ, რომ კოსმოსში IBM-ის პროცესორის მოძებნას ვცდილობთ. ეს ინტელექტი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ამბობს სუზან შნაიდერი.
როცა არამიწიერ გონზე ვსაუბრობთ, არსებობს რაღაც, რასაც შნაიდერი ”დაკვირვებების მცირე ინტერვალს უწოდებს” – იმის დაშვება, რომ ნებისმიერი საზოგადოება ისწავლის რა რადიო სიგნალების გაგზავნას, საკუთარი ბიოლოგიის გაუმჯობესების დაწყებამდე ერთი ნაბიჯიღა დააკლდება.
ზეინტელექტუალური არამიწიერი ხელოვნური ინტელექტის კონცეფცია ისევ საკამათო თემად რჩება. თუმცა ეს, იმას არ ნიშნავს, რომ განხილვის ღირსიც არ არის. უფრო მეტიც, არამიწიერი ინტელექტის შესახებ ჩვენი მსოფლმხედველობის გაფართოება, კოსმოსში მათი კვალის დანახვაში დაგვეხმარება. ”ანტენებს ვარსკვლავებისკენ მივმართავთ, რომლებთანც სუნთქვისათვის ვარგისი ატმოსფეროს მქონე პლანეტები იქნება, ოკენეებითა და ა.შ. პირობებით. თუ ჩვენი ვარაუდები ხელოვნური ინტელექტის შესახებ მართალი აღმოჩნდება, საჭირო იქნება კი მათთვის ოკეანეებიან პლანეტაზე ცხოვრება?” – ამბობს შოსტაკი(უცხოპლანეტელებს მათი საწარმოო ნარჩენებით მოძებნიან).
პოტენციურად სიცოცხლისათვის ვარგის პლანეტებზე შეიძლება სულაც არ იყოს სიცოცხლე, რაც საგონებელში გვაგდებს. მაშ, სად უნდა ვეძებოთ(ეკზოპალნეტები)?
”სიცოცხლის ხელოვნურ ფორმებს ნედლეული დასჭირდება. ისინი ღრმა კოსმოსშიც შეიძლება იყვნენ, დაფრინავდნენ ვარსკვლავების გარშემო, საჭირო საზრდოს, გალაქტიკის ცენტრში არსებული ზემასიური შავი ხვრელიდანაც შეიძლება იღებდნენ” – დასძნეს შოსტაკი(ირმის ნახტომის ცენტრში თხუნელას ორმოა?!).
უხეშად რომ ვთქვათ, ისინი ყველგან შეიძლბა იყვნენ. და ბოლო საკითხი: ასეთი ზეინტელექტი როგორ აღგვიქვამს ჩვენ? თანამოძმეებს დაინახავენ ჩვენში თუ უბრალოდ ბიოსაწვავს, როგორც ”მატრიცაში”? იქნებ, შორიდან გვსწავლობენ? შნაიდერი ყველა ამ ვარიანტებს სკეპტიკურად უყურებს. უფრო მეტიც, თვლის, რომ ზეგონიერი უცხოპლანეტელები ყურადღებასაც კი არ გვაქცევენ.
”რომ ვაინტერესებდეთ, აქ უკვე აღარ ვიქნებოდით. მეექვსე გრძნობა მკარნახობს(აუf 🙂 ), რომ მათი მიზნები და მოტივები სხვაგრავია, საერთოდაც არ უნდათ ჩვენთან საქმის დაჭერა” – ამბობს შოსტაკი(უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!).
ეს მოსაზრება სრულიად განსხვავებულია ჰოკინგისეულისგან, რომელიც თვლის, რომ ტექნოლოგიურად მოწინავე უცხოები მომთაბარეები შეიძლება იყვნენ, რომლებიც რესურსებით მდიდარ პლანეტებს ეძებენ და ყოველგვარი ცერემონიების გარეშე გაგვაქრობენ.
სეთ შოსტაკი – ”ვეთანხმები სიუზანს, რომ საერთოდ არ ვაინტერესებთ მათ, ვართ ძალიან მარტივი და შეუსაბამო. ვინ დაკარგავს დროს აკვარიუმში ჩასმულ თავის ოქროს თევზებთან ურთიერთობაში. მეორეს მხრივ, არც მათი დახოცვა გვინდა”.
ამგვარად, თუ ჩვენ გალაქტიკელი მოძმეების მოძებნა გვსურს, ძებნა უნდა გავაგრძელოთ. შესაძლებელია, ათასეულობით და მილიონობით წლები გავიდეს, სანამ ჩვენი ინტელექტი მიაღწევს დონეს, რომელიც მათთან თანასწორ პირობებში სასაუბროდ არის საჭირო(ანომალური მოვლენები).
მეტაური კალიგალის ნახვა სად შეიძლება ვერ მეტყვიტ რაზე მიბარებს ტავისტან ტავის სახლში ზეცაში ?
გამარჯობა. მოგვძებნეთ ფეისბუკში “ასტრონომიის მოყვარულთა ჯგუფი”, იქ იკითხეთ. წარმატებები!