უცხოპლანეტელებს მათი საწარმოო ნარჩენებით მოძებნიან

 ჰარვარდ-სმიტსონის ცენტრის ასტროფიზიკოსები გვთავაზობენ, რომ უცხო ცივილიზაციების ძებნა მოხდეს დაბინძურების კვლებით, რომლებსაც ისინი თავიანთი მოღვაწეობით ტოვებენ. ეს მიდგომა განსხვავებულია მეთოდისგან, რომლითაც პრიმიტიული სიცოცხლის ძებნა უნდა მოხდეს ეგზოპლანეტების ატმოსფეროებში მეთანისა და წყლის კვლების აღმოჩენით (არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ძალიან ძნელი საქმეა).

 მაღალგანვითარებული არსებების მოძებნას მეცნიერები წარმოებით დაბინძურებული ატმოსფეროების, კერძოდ – ქლორფტორნახშირწყალბადებით (ქფნ), კვლვით იმედოვნებენ. ”ჰაბლის” შემცვლელი ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპი, რომელსაც ორბიტზე უახლოეს მომავალში გაიტანენ, მკვლევართა აზრით, ქფნ-ს კვლების დანახვას შეძლებს, თუ ეგზოპლანეტებზე მათი კონცენტრაცია დედამიწისეულზე ათჯერ მეტი იქნება.

 მაღალორგანიზებული ცივილიზაცია, ამერიკელი ასტროფიზიკოსების აზრით, თავის პლანეტაზე შექმნის პირობებს, რომლებიც დედამიწისეული სათბურის ეფექტის მსგავსია (1). ამავე დროს, გონიერი სიცოცხლე პლანეტის დაბინძურებას არ დაუშვებს, რითაც დაბინძურების კვლების ძებნა გართულდება.

 მეცნიერებმა განსაკუთრებული ყურადღება თეთრ ჯუჯებთან მდებარე ეგზოპლანეტებზე გადაიტანეს (არამიწიერი სიცოცხლე თეთრ ჯუჯებთან უნდა ვეძებოთ). მათი აზრით, ასეთ ვარსკვლავებთან არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს, თუმცა მის აღმოსაჩენად ”ჯეიმს ვებზე” კიდევ უფრო ძლიერი ტელესკოპი იქნება საჭირო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.