მარსული აპარატების დაჯგუფება კომეტასთან შესახვედრად ემზადება

 კომეტა საიდინგ სპრინგის(C/2013 A1) ბირთვი, მოძრაობს რა 56 კმ/წმ. სიჩქარით, მარსთან ყველაზე უფრო ახლო წერტილს კვირას, 2014 წლის 19 ოქტომბერს გაივლის, 18:25 გრინვიჩით(+4 სთ.). მარსული პარატებისთვის ყველაზე უფრო საშიში პერიოდი ამ წერტილის გავლიდან 90 წუთის მერე დაიწყება და 20 წუთი გაგრძლედება. ამ მომენტისთვის, მარსი და მისი გარემო კომეტის ბირთვიდან ამოფრქვეულ, გაფართოებად გაზურმტვროვან კუდში მოექცევა.

maknotis fernis sqema

 ”მარსთან შეჯახება ბოლომდეა გამორიცხული. კიდევ უფრო დეტალური გამოთვლებით დადგინდა, რომ მარსი კომეტის კუდის კიდეს შეეხება და აღარც დიდ ფრაგმენტებთან შეჯახების საშიშროება იარსებებს” – ამბობს რიჩ ზურეკი, ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მარსის კვლევის ჯგუფიდან.

 მარსის ატმოსფერო მარსმავლების დამცავი ფარის როლში გამოვა. გაიშვიათბულობის მიუხედავად, მასში შეჭრილი კომეტის ფრაგმენტები ”ცნობისმოყვარეობა”-მდე და ”ოპორტუნიტი”-მდე ვერ მიაღწევენ. ორივე აპარატი კომეტაზე დაკვირვებით იქნება დაკავებული.

 რაც შეეხება ორბიტალურ აპარატებს – Mars Odyssey, Mars Reconnaissance Orbiter და MAVEN, სოწერედ ეს აპარატები(მარსის ორბიტალური მზვერავები) გამოიკვლევენ კომეტას – ბირთვის ზომა, ბრუნვის სიჩქარე, გაზების შემადგენელი, ნაწილაკების ზომები და კონცენტრაცია.

maknoti aseti marsidan
დაახლოებით ასეთი გამოჩნდება მაკნოტის კომეტა მარსის ზედაპირიდან.

 კომეტა საიდინგ სპრინგი(მაკნოტი) ოორტის ღრუბლიდან მოფრინდა, მზის სისტემის შემომფარგლავი სფერული რეგიონიდან, რომელიც 5 ათასიდან 100 ათასი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობს მზიდან. მზის სისტემის შიგა ნაწილში ეს კომეტა პირველად შემოვიდა, ამიტომ მისი შესწავლით ჩვენი სისტემის ადრეული ისტორიის შესახებ ბევრ რამეს გავიგებთ.

 კომეტას არა მარტო მარსული აპარატები შეისწავლიან, დედამიწის ზედაპირზე თუ ორბიტაზე არსებული ტელესკოპებიც მისკენ იქნება მიმართული – ”ჰაბლი”, ”კეპლერი”, ”სვიფტი”, ”სპიცერი”, ”ჩანდარა”, Infrared Telescope Facility ჰავაიდან და სხვა.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Oq8lEKAY_fI

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=2R4yj7DtQbM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.