არსებობს მოვლენები, რომლებიც არასოდეს მოხდება, თუმცა ფანტაზიორობასა და ჰიპოთეზების გამოგონებას არაფერი უშლის ხელს, გამომცემლობა LifeScience-ს ჯგუფმა იმ უჩვეულო შეკითხვებზე გასცა პასუხები, რომლებიც ყველას შეიძლება გაგვიჩნდეს.
1. რა მოხდება, თუ შავ ხვრელში ჩავვარდებით?
გრავიტაცია იმდენად ძლიერი იქნება, რომ ადამიანის სხეული ატომების მწკრივად დაიშლება. თუ ეს ზემასიური შავი ხვრელია, სტრუქტურა შეიძლება შენარჩუნდეს. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მხიედვით, თუ ამ დროს ხვრელის ცენტრისკენ ვიყურებით, დავინახავთ ყველა ობიექტს, რომლბიც ხვრელში წარსულში ჩაცვივდნენ. უკან მოხედვისას კი ყველა იმ ობიექტს დავინახავთ, რომელბიც მასში მომავალში უნდა ჩაცვივდნენ(შავი ხვრელების საიდუმლო; 10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).
2. რა იქნებოდა, დედამიწა ორჯერ დიდი რომ იყოს?
დედამიწის დიამეტრი ახლანდელზე ორჯერ დიდი რომ იყოს, პლანეტის მასა რვაჯერ გაიზრდებოდა, ხოლო მიზიდულობის ძალა ორჯერ(თუ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს…).
3. დინოზავრები რომ გადარჩენილიყვნენ?
კატასტროფისწინა დედამიწაზე მობინადრე დინოზავრების შედარებით დიდი ზომის ტვინიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კაცობრიობის მაგივრად, დედამიწის მეპატრონეები სხვებთან შედარებით ინტელექტუალური ”დინოზავროიდები” იქნებოდნენ(ბაპტისტინას(Baptistina) დინოზავრები არ დაუხოცავს; ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა)
4. რა მოხდება, თუ ყველა ადამიანი დედამიწის ზედაპირიდან ერთდორულად ახტება?
7 მილიარდი ადამიანის ერთდროული ნახტომი, ატომის რადიუსის მეასედზე გადახრის პლანეტას. დაშვების მერე, როგორც ზამბარა, დედამიწა საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება.
5. თუ დედამიწის მაგნიტური ველი გადაბრუნდება?
ეს მართლაც შეიძლება მოხდეს, მხოლოდ დროის ამბავია. რკინის ატომები, პლანეტის თხევად გარე ბირთვში, თავიანთ ოროენტაციას თანდათანობით იცვლიან, რაც რამდენიმე ათას წელიწადში ერთხელ ხდება(დედამიწის მაგნიტური ველი სუსტდება).
6. მოლეკულების მაფორმირებელი ძალა რომ მეტი ყოფილიყო?
მოლეკულები მაშინ ფორმირდებიან, როცა მეზობელი ატომების პროტონები ერთმანეთს ელექტრონებს უცვლიან. თუ ამ ძალების მამოძრავებელი ძალა შეიცვლება, ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმები განადგურდებიან.
7. მზე რომ ორჯერ პატარა იყოს?
ასეთი ზომის მნათობი გაცილებით ცივი და მოწითალო იქნება. რა თქმა უნდა, დედამიწაზე არანაირი სიცოცხლე არ იარსებებდა.
8. ასტრონავტმა რომ თოფი გაისროლოს?
თუ გალაქტიკათშორის კოსმოსურ სივრცეში იმყოფებით, თოფის სასხლეტის გამოკვრა, უსასრულო სივრცეში სამუდამო მოგზაურობაში გაგაგზავნით. თუ გასროლა მზის სისტემაში მოხდა, ტყვია მზისკენ ან რომელიმე პლანეტა-გიგანტისკენ გაფრინდება. თუ გასროლა მთვარეზე ხდება, ჰორიზონტის მიმართულებით, არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ტყვია ზურგში მოგხვდებათ.
9. არწივის მხედველობა რომ გვქონდეს?
ასეთ შემთხვევაში, მიწაზე მყოფ ჭიანჭველას 10 სართულიანი სახლის სახურავიდანაც დავინახავდით. მხედველობის არეში მოხვედრილ ობიექტებს უფრო მკაფიო მოხაზულობა ექნებოდათ, უამრავი ფერებით.
10. რა დაემართება ვულკანში ჩავარდნილ ადამიანს?
ლავას მაღალი სიმკვრივისა და სიბლანტის გამო, მასში ჩავარდნილი ადამიანი არ ჩაიძირება, იქამდე იტივტივებს, სანამ დაიწვება.