ევროპელმა, ამერიკელმა და კანადელმა ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის პარამეტრთა კიდევ ერთი მაღალი სიზუსტის გაზომვათა სერია ჩაატარეს. ამ გაზომვებიდან გამომდინარე, ირმის ნახტომის მასა 800 მილიარდი მზის მასას უტოლდება. გარდა ამისა, 95 პროცენტიანი ალბათობით დადგინდა, რომ ჩვენი გალაქტიკის ზომა და მასა, ჩვენი უახლოესი მასიური სპირალური გალაქტიკის, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, ანდრომედას გალაქტიკისზე მცირეა(გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა).
ათეული წლების განმავლობაში ასტრონომთა სხვადასხვა ჯგუფები ირმის ნახტომისა და ზოგიერთი ახლოს მდებარე გალაქტიკების მასების დადგენით იყვნენ დაკავებულნი(ირმის ნახტომი ალყაშია). ასტრონომიული ტექნიკის არასრულყოფილებისა და მოძველებული მათემატიკური მოდელების გამო მეცნიერები მუდმივად წინააღმდეგობრივ მონაცემებს ღებულობდნენ. ხან ანდროემდაზე მასიური იყო, ხანაც პირიქით, ხან კი იგივე მასა ჰქონდა.
ზემოთ ხსენებული მეცნიერების მიერ ამ მიმართულებით ამჟამად ჩატარებული კვლევები გაცილებით მაღალ დონეზე ჩატარდა. გათვალისწინებული იქნა სამყაროსა და გალაქტიკების აღნაგობა, ბნელი მატერიის რაოდენობა ორივე გალაქტიკაში.
”ორი ახლოს მდებარე მასიური გალაქტიკებისა და მეზობელი პატარა გალაქტიკების შესწავლისას, ყვლა ჩვენთვის ცნობილი მონაცემი გავითვალისწინეთ, გრავიტაციული ურთიერთქმედება გალაქტიკურ გროვაში, სამყაროს გაფართოება და დღეისათვის ცნობილი ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია” – ამბობს კვლევითი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მეთიუ უოკერი.