ჰიგსიც ფონურ ნაწილაკად გადაიქცევა

 ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში არსებობს ასეთი გამოთქმა: ”ის, რაც დღეს სიგნალია, ხვალ ფონად იქცევა”(Today’s signal is tomorrow’s background). თუ რაიმე ნაწილაკი უკვე აღმოჩენილია, ხოლო ძებნა გრძელდება, მაშინ სიახალე უკვე აღმოჩენილის ფონზე უნდა ვეძებოთ, თან ცნობილის კატეგორიაში ახლხანს აღმოჩენილი ნაწილაკიც ხვდება.

 ეს ისტორია ჰიგსის ბოზონისთვისაც მეორდება. მისი აღმოჩენის მერე დიდი ადრონული კოლაიდერი ახალი ნაწილაკების ძებნას აგრძელებს, მათ შორის დამატებით ჰიგსის ბოზონებსაც, რომელთა არსებობას, სტანდარტული მოდელის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა თეორიები წინასწარმეტყველებენ. ეს ახალი ჰიგსის ბოზონებიც უკვე ცნობილი ბოზონების მსგავსად იშლება, რაც მონაცემების დამუშავების დროს გასათვალისწინებელია.

 კოლაბორაცია ATLAS(დიდი (ჰ)ადრონული კოლაიდერი)-მა ახალი ჰიპოთეტური ხანმოკლე ნაწილაკების, ნულოვანი სპინით(ატომი), ძებნის შედეგები გამოაქვეყნა, რომლებსაც ჰიგსის მსგავსად ორ ფოტონად დაშლა შეუძლია. ძებნა მასათა საკმაოდ ფართო დიაპაზონში ხდებოდა – 65-დან 600 გევ-მდე(რა არის ელექტრონვოლტი?). რამდენიმე წლის წინათ, ჰიგსის ბოზონსაც ასე ეძებდნენ, როცა მისი მასა უცნობი იყო. ისტორია მეორდება, თუმცა გაცილებით დიდ სტატისტიკაზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 125 გევ-ის რაიონში უკვე ცნობილი ჰიგსის ბოზონია, რომელიც ასევე ორ ფოტონად იშლება. ამ ბოზონის გათვალისიწნება, რომელიც უკვე ფონის როლში გამოდის, ფიზიკოსებს დამატებითი აკურატულობის გამოჩენას აიძულებს.


ATLAS(CERN).

 რაიმე შესამჩნევი გადახრები სტანდარტული მოდელიდან ჯერჯერობით არ დაიმზირება. თუ ხსენებულ მასათა დიაპაზონში რაიმე ასეთი ნაწილაკები არსებობს, მაშინ ისინი ან ძალიან ძნელად იბადებიან ამაჩქარებელში, ან უკიდურესად იშვიათად იშლებიან ორ ფოტონად. ეს ანალიზი, აქამდე ჩატარებულებისგან განსხვავბით, ამ მასათა ინტერვალს მნიშვნელოვნად ანახლებს და აფართოებს, თუმცა უარყოფითი შედეგებით. თეორეტიკოსები ამ მონაცემებს ახალი ფიზკის ზოგიერთი თეორიებისთვის ზღვრების დაწესებლად გამოიყენებენ.

 შედეგების დაზუსტება გრძელდება, ხოლო ჰიგსის ბოზონი როგორი სტანდარტულიც იყო, ისეთივე რჩება, არანაირი მინიშნება ახალი ფიზიკისკენ მის თვისებებში არ დაიმზირება(”ახალი ფიზიკის” ძებნაში; კოლაიდერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.