ავსტრალიელმა ასტრომოყვარულმა ჯონ სიჩმა კენტავრის თანავარსკვლავედში(1; 2) ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა(AAVSO).
დაკვირვების მომენტში ახალი ვარსკვლავის სიდიდე(ვარსკვლავური სიდიდე), რომელიც PNV J13544700-5909080-ით აღინიშნება, 5,5-ს შეადგენს, ანუ ის შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ახალი მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩანს.
ახალს უწოდებენ ვარსკვლავს, რომლის სიკაშკაშე მოულოდნელად რამდენიმეჯერ იზრდება. ასეთი ვარსკვლავები ორმაგ სისტემებს წარმოადგენენ, რომლებიც ჩვეულებრივი ვარსკვლავისა და თეთრი ჯუჯასაგან შედგებიან. თეთრი ჯუჯა თავის კომპანიონ ჩვეულებრივ ვარსკვლავს მატერიას „პარავს“. როცა მისი მასა კრიტიკულს მიაღწევს(ჩანდრასეკარის ზღვარი), გარსში თერმობირთვული აქტივობის ზრდა ხდება(ბირთვული დაშლა და სინთეზი). წარმოქნილი დარტყმითი ტალღა ჯუჯას გარსიდან მატერიას მოშორებას და ელვარების მკვეთრ ზრდას იწვევს. ახალი ვარსკვლავები ზეახლების ნათესავები არიან. თუმცა ამ უკანასკნელთა ელვარება გაცილებით ძლიერია(ზეახლის დეტონაციის კომპიუტერული მოდელი).
ასტრონომები PNV J13544700-5909080-ზე დაკვირვებას აგრძელებენ. მათი ვარაუდით, ვარსკვლავი კიდევ უფრო კაშკაშა გახდება(ზეახალი ინდიელის თანავარსკვლავედში; პერსევსის GK – 1901 წლის ახალი ვარსკვლავი; ზეახლების ახალი ტიპი).