”ჰაბლის” კიდევ ერთი აღმოჩენა

ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელიც ამერიკის კოსმოსური კვლევების სააგენტოს ეკუთვნის, აღმოაჩინა და გადაიღო უცნაური ფენომენი ვარსკვლავურ გროვაში NGC 1846. ეს გროვა დედამიწიდან 160 000 სინათლის წლითაა დაშორებული.

 

რეიონიზაციის ეპოქის დროებითი სკალა

ასტრონომებმა პირველად შეადგინეს რეიონიზაციის, ნეიტრალური წყალბადის იონიზაციის პროცესის ეპოქის დროებითი სკალა(შედეგად, სამყარო ულტრაიისფერი სხივებისთვის გამჭვირვალე გახდა. arXiv.org.)

კენტავრის ომეგას მილიონობით ვარსკვლავი

ამ მაღალი გარჩევადობის ფოტოზე სფერული ვარსკვლავთგროვა ცენტავრის ω (NGC 5139) არის გამოსახული, მდებარეობს 15 000 სინათლის წლის იქეთ. გროვაში, 150 სინათლის წლის სივრცით, თავმოყრილია დაახლოებით 10 მილიონამდე ვარსკვლავი.

 

Wink

გალაქტიკური მდუმარება: „მწვანე კაცუნებმა“ პროექტი SETI დახურეს

ალენის რადიოტელესკოპების მასივის მუშაობა, რომლითაც უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ეძებენ, შეჩერებულია უსახსრობის გამო, რადგან პროექტი SETI, რომელიც ამ პროექტს კურირებდა, დაფინანსების ყველანაირი წყაროს გარეშე დარჩა. ამის შესახებ განაცხადა პროექტ SETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ პირსონმა.

 

კენტავრის ალფა – უახლოესი ვარსკვლავური სისტემა

ცენტავრის ალფას სისტემა მზესთან ყველაზე ახლოსაა. სამი ვარსკვლავიდან უახლოესი, ცენტავრის პროქსიმა, ყველაზე სუსტია მათ შორის(4,22 სინათლის წელი).