ზეახალი ინდიელის თანავარსკვლავედში

 ”ჰაბლმა” Ib ტიპის ზეახალი გადაიღო(spacetelescope).  ზეახალ SN 2013ek-ზე დაკვირვებები 2013 წლის 19 აგვისტოს ჩატარდა, თუმცა, მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ ახლა მოხერხდა.
_ტელესკოპის სამიზნე გალაქტიკა NGC 6984 იყო, დედამიწდან 215 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ინდიელის თანავარსკვლავედში. ამ გალქტიკამ ასტრონომების ყურადღება ადრეც მიიპყრო – 2012 წელს მასში SN 2012im-ის ანთება მოხდა, ის Ic ტიპის ზეახალებს მიეკუთვნება.
_Ic და Ib ტიპის ზეახლები მასიური ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსის შედეგად ჩნდებიან, რომლებმაც თავიანთი ატმოსფეროს დიდი ნაწილი დაკარგეს. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ სპექტრის თავისებურებებით განსხვავდებიან: ითვლება, რომ Ib-ს შემთხვევაში ვარსკვლავი მეტ მატერიას კარგავს, ვიდრე Ic-ს შემთხვევაში.
_აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასტრონომი ზეახლის ერთ სივრცესა და დროში აფეთქებას განმეორებად ზეახლად მიიჩნევდა, ანუ ერთი ვარსკვლავის ორჯერ აფეთქებად. მონაცემთა ანალიზმა კი აჩვენა, რომ ისინი სხვადასხვა ზეახლები არიან(ზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.