მკვლევართა ორმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ჯგუფებმა, რომლებიც სხვადასხვა კოლაიდერებზე მუშაობენ, აქამდე უცნობი ნაწილაკის -Zc(3900)-ის, არსებობის მოწმობა მიიღეს(PhysOrg).
შედეგები, რომლებიც ჟრნალ Physical Review Letters-ში გამოქვეყნდა, ექსპერიმენტულ მოწყობილობებზე Belle(იაპონია)-სა და BESIII(ჩინეთი)-ზე 2005 წელს აღმოჩენილი ნაწილაკის Y(4260)-ის კვლევის დროს იქნა მიღებული. ნაწილაკი სავარაუდოდ, მომხიბვლელი კვარკის, მისი ანტინაწილაკისა და დამატებითი გლიუონისაგან შედგება(კვარკების შემაკავშირებელ გლიუონებთან ერთად(ატომი; მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ)).
მკვლევარები Y(4260)-ის დაშლას სწავლობდნენ, რომელთა აღმოჩენა ელექტრონებისა და პოზიტრონების(მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება) შეჯახებებით წარმოქმნილ ნაწილაკთა ნარევშია შესაძლებელი. ამასთან ერთად ენერგიის 3,9 გევ-იანი ანთებებიც იქნა დაფიქსირებული, რაც პროტონის მასის ექვივალენტზე ოთხჯერ მეტია. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ აქამდე უცნობი ნაწილაკების გაჩნის მოწმენი გახდნენ, რომელიც ოთხი კვარკისგან შედგება. დამატებითი კვლევებით მათ შეძლეს გამოეცხადებინათ, რომ ნაწილაკი Zc(3900) ნამდვილად არსებობს. მთლიანობაში ორივე ჯგუფმა ტეტრაკვარკის გაჩენის 460 შემთხვევა დააფიქსირა. მიღებული მონაცემების თანახმად, Zc(3900)-ს არანულოვანი მუხტი გააჩნია, ხოლო მის შემადგნელში მინიმუმ ერთი მომხიბვლელი კვარკი და მომხიბვლელი ანტიკვარკი შედიან. მენციერთა აზრით, მის შემადგენელში შემავალი კიდევ ორი კვარკიდან ერთი ქვედა ანტიკვარკია და ერთიც ზედა კვარკი.
ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებას მეცნიერები არ ჩქარობენ, რომ „ტეტრაკვარკი“ ორი წყვილ კვარკიანი ნაწილაკების ნაერთი შეიძლება იყოს(„ადრონული მოლეკულა“), რომლებიც ერთმანეთს რაღაცნაირად დაუკავშირდნენ და უცნაურად იქცევიან(კვარკი; არომატული კვარკები:); ჭეშმარიტი გლიუონი, ჰიგსის კვალი…).
ტეტრაკვარკი: ადრონული მოლეკულა
Posted by