ათწლეულების განმავლობაში ასტროფიზიკოსებს ჩიხში აყენებდა პრობლემა, რომელიც შავი ხვრელების მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებულ მაღალენერგიულ რენტგენის სხივებს ეხებოდა(Johns Hopkins University).
ჯონ ჰოფქინსის უნივერსიტეტის, ნასასა და როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსებმა, თეორიასა და დაკვირვებებს შორის არსებული შეუსაბამობის ლიკვიდაცია მოახდინეს, დაამტკიცეს რა, რომ შავ ხვრელზე სპირალური ტრაექტორიით ვარდნილი გაზი, რენტგენის ხისტი გამოსხივების წყარო უნდა იყოს.
მეცნიერებმა, რომლებიც გამოთვლების თანამედროვე საშუალებებისა და ”ხელით” გაკეთებული გამოთვლების კომბინაციებს იყენებენ, შავ ხვრელში ვარდნილი გაზებისა და მათთან დაკავშირებული მაგნიტური ველების მოდელირება მოახდინეს.
ხვრელში ვარდნილი გაზი აკრეციულ დისკოს წარმოქმნის, სადაც ის 10 მილიონ გრადუსამდე ცხელდება. გაზის ტემპერატურა დისკოს ძირითად სხეულში, მზის ზედაპირის ტემპერატურას დაახლოებით 2000-ჯერ აჭარბებს, რაც დაბალენერგიულ, ან ”რბილ” რენტგენის სხივებს წარმოქნის. თუმცა, დაიმზირება ”ხისტი” გამოსხივებაც, 100-ჯერ და მეტად ენერგიული სხივები, რომელთა გაჩენის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველი რჩებოდა.
დაკვირვებები იმაზე მეტყველებს, რომ რენტგენის გამოსხივების ფოტონები ძალიან გაიშვიათებულ და გავარვარებულ რეგიონში ჩნდება, შედარებით ”ცივ” დისკოსთან, როგორც მზის გვირგვინში, რომელიც მზიური სპექტრის ულტრაიისფერი და რენტგენის სხივების ძირითადი წყაროა.
ტემპერატურას, სიმკვრივესა და გაზის ნაკადების სიჩქარეს, ხვრელის მახლობლად, აკრეციულ დისკოსში გამავალი მაგნიტური ველი მკვეთრად ამაღლებს. ეს ველი, თავის მხრივ, გაზის მოძრაობაზე ახდენს ზეგავლენას. მკვლევარების მიერ ჩატარებული მოდელირების მიხედვით, რელატივისტური ეფექტების(სინათლის სიჩქარე; სინათლის სიჩქარით) გათვალისწინებით, წარმოიქმნება რელატივისტური ”ქაფი”, რომელიც ხვრელის გარშემო სინათლის მახლობელი სიჩქარით მოძრაობს. მაღალენერგიული რენტგენის გამოსხივება არა მარტო შესაძლებელი ხდება, არამედ გარდაუვალიცაა, ხვრელზე გაზის ასეთნაირად ვარდნის დროს.
მოდელირებისთვის მკვლევარებმა სუპერკომპიუტერული სისტემა Ranger-ი გამოიყენეს, რომელიც ურთულეს გამოთვლებს 27 დღე-ღამე(600 საათზე მეტ ხანს) აწარმოებდა.
httpv://youtu.be/-OtUVDRL_wM