მაშინ, როცა სპირალურ გალაქტიკათა უმრავლესობას, ჩვენის ჩათვლით, ორი ან მეტი მკლავი გააჩნია, NGC 4725-ს მხოლოდ ერთი აქვს. ამ მკაფიო, შედგენილ, ფერად გამოსახულებაზე „უცნაური მკლავი“ გალაქტიკის ცენტრის გარშემოა შემოხვეული, გამოდის რა ახლადდაბადებული ვარსკვლავების მოცისფრო გროვებიდან და ვარსკვლავთწარმომქმნელი მოწითლო ფერის რეგიონებიდან. ამ უცნაურ გალაქტიკაში სინათლის მშთანთქმელი მტვრის ზოლებიც დაიმზირება, კარგად შესამჩნევი ელვარე რგოლი და მოყვითალო ცენტრალური ბარი, შემდგარი ხნიერი ვარსკვლავებისგან. NGC 4725-ის დიამეტრი 100 ათასი სინათლის წელია, ხოლო გალაქტიკამდე მანძილი 41 მილიონი სინათლის წელი. მრტოხელა სპირალის ფორმირების კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ გალაქტიკის ბრუნვის მიმართ ის ლიდერიც შეიძლება იყოს და ჩამორჩენილიც. ფოტოზე ასევე, ზომით ოდნავ პატარა და სრულიად ტრადიციული სპირალური სტრუქტურის მქონე გალაქტიკაც ჩანს(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
ცალხელა გალაქტიკა
Posted by
vin metyvis ratoa galaqtikebis forma ase gabrtyelebuli xo sheidzleba iyos mrgva ali an sxva formis ?
an ro trialebs centridanuli dzalis moqmedebit rato ar ishleba : )
იხილე საიტზე “გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები” და “ბნელი მატერია”….