ასტრონომებმა იშვიათი ობიექტის აღმოჩენა შეძლეს, ის გარდამავალ სტადიაზე მყოფი მასიური გალქტკების შერწყმის პროცესს წარმოადგენს. აღმოჩენა ზეგიგანტური ელიფსური გალქტიკების წარმომავლობას ნათელს ჰფენს(NASA Jet Propulsion Laboratory, W. M. Keck Observatory).
იშვიათი მასიური ობიექტი აღმოჩნდა ფოტოებზე, რომლებიც კოსმოსურმა ობსერვატორია ”ჰერშელმა” გადაიღო. შემდგომი კვლევები, მიწისზედაპირული და კოსმოსური ტელესკოპებით(”ჰაბლი”,”სპიცერი”), ორი გალქტიკის ისტორიაზე გვიყვებიან, რომლებიც ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების მორევში ჩაჭიდებიან ერთმანეთს. მომავალში ისინი დაწყნარდებიან, ერთი ზეგიგანტური ელიფსური გალაქტიკის წარმოქმნით.
აღმოჩენა ასტრონომიის ერთ-ერთი საიდუმლოს ამოხსნის საშუალებას იძლევა. როცა ჩვენი სამყარო, რომლის ასაკი დაახლოებით 14 მილიარდ წელს ითვლის, გაცილებით ახალგაზრდა იყო(3-4 მლრდ. წელი), ის, ხნიერი ვარსკვლავებისგან შემდგარი, უამრავი მოწითალო ელიფსური ფორმის გალქტიკათა თავშესაფარს წარმოადგენა. ასტრონომები ცდილობდნენ გაერკვიათ, ისინი პატარა გალაქტიკების მიერთებით გაიზარდნენ თუ უფრო მსხვილი ობიექტების შერწყმით. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ზეგიგანტური ელიფსური გალაქტიკები, მაინც, ერთი და გრანდიოზული შეჯახებების ნაყოფია.
ასტრონომებმა ობიექტი HXMM01 მისი არსებობის შედარებით მოკლე გარდამავალ ეტაპზე შეამჩნიეს. ეს წყვილი უამრავი, ჩანასახის სტადიაში მყოფი ვარსკვლავებით არის მიმოფანტული, რომელთა დანახვა, სქელი გაზური ღრუბლების მიღმა, მხოლოდ ”ჰერშელის” ინფრაწითელმა ”თვალებმა” შეძლეს.
ობიექტი HXMM01-ის პირველად ”გაცნობისას”, რომელიც დედამიწიდან 11 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ასტრონომებმა იფიქრეს, რომ ეს გრავიტაციული ლინზებით(1) განპირობებული ერთი და იგივე გალქტიკის ორმაგი გამოსახულება იყო, თუმცა, კარგად დაკვირვების მერე, ისინი მიხვდნენ, რომ ეს ნამდვილად შერწყმის პროცესში მყოფი, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით გაჯერებული გიგანტური გალქტიკებია. იქ წელიწადში 2000-მდე ახალი ვარსკვლავი ინთება(ირმის ნახტომის შემთხევვაში წელიწადში მხოლოდ 2-3 ვარსკვლავი), HXMM01-ში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობა დახლოებით 400 მილიარდია.
HXMM01-ის შესწავლით გაირკვა, თუ რატომ ვითარდებობდნე ასე ინტენსიურად გიგანტური გალქტიკები ახალგაზრდა სამყაროში – ხოლო შემდეგ კი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მათში მთლიანად გაჩერდა. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ვარსკვლავური ქარი, რომლის წყაროები ამ გალაქტიკების ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელების აკრეციული დისკოებია, გამოდევნიდა გაზებს, რომლებიც მომავალი ვარსკვლავების გაჩენისთვის არის აუცილებელი. ახალი კვლევით კი ამ ჯაჭვში დაკარგული რგოლის ჩამატება მოხერხდა – ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები ”სამშენებლო მასალებს” სწრაფად მოიხმარენ და პროცესი მისი დეფიციტის გამო ჩერდება(ვიდეო).
დაკარგული რგოლი: გალაქტიკების შერწყმა
Posted by