ეს ფოტო, 2015 წლის 7 ივლისს, პლუტონისკენ მოძრავმა კოსმოსურმა აპარატმა – ”ახალი ჰორიზონტები”, მაშინ გადაიღო, როცა მასსა და ჯუჯა პლანეტას შორის მანძილი 8 მილიონ კილომეტრს უტოლდებოდა. ფერის შესახებ მონაცემებთან ერთად, პლუტონის ეს გამოსახულება ნებისმიერ სხვაზე უკეთესია. ეკვატორთან ახლოს, წაგრძელებული და ბნელი სივრცე ჩანს, რომელსაც უკვე ვეშაპი შეარქვეს. გულის ფორმის 2000 კილომეტრიანი ნათელი ლაქა, სავარაუდოდ, გაყინული მეთანით, აზოტით ან ნახშირჟანგით არის დაფარული. 14 ივლისს, მაქსიმალური მიახლოებისას, ”ახალი ჰორიზონტები” ყველაზე უფრო კარგად ცენტრალურ რეგიონებს დაინახავს, როცა პლუტონის ზედაპირამდე მანძილი სულ რაღაც 12 500 კილომეტრი იქნება(”ახალი ჰორიზონტების” სხვა სამიზნეები; whereispluto.info).
8 მილიონი კილომეტრი პლუტონამდე
Posted by