”ახალი ჰორიზონტები” პლუტონს უახლოვდება

 ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”ახალი ჰორიზონტები”-ს ინსტრუმენტი Ralph-ი, სამიზნე ობიექტის ზედაპირთან არსებულ მეთანს ხედავს(nasa). მეცნიერთა აზრით, ეს ორგანული შენაერთი, მზის სისტემის ფორმირების დაწყებიდანვე იყო პლუტონზე.

 მისიის სპეციალისტებმა, პლუტონისა და მისი თანამგზავრის(ქარონი) ახალი ვიდეო ჩანაწერიც წარმოადგინეს. ვიდეორგოლი შედგენილია ფოტოებით, რომლებიც 2015 წლის 28 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით იქნა გადაღებული. ამ დროის განმავლობაში, პლუტონსა და აპარატს შორის მანძილი 56 მილიონიდან 2 მილიონ კილომეტრამდე შემცირდა.

plut qaroni
პლუტონი-ქარონი.

 ჩანს შედარებით ნათელი, პლუტონის ჩრდილოეთი პოლუსი, ბნელი მონაკვეთებით ეკვატორთან. ქარონზე კი პირიქითაა, ბნელი პოლარული რეგიონი და ნათელი მონაკვეთები შედარებით დაბალ განედებზე.

 2015 წლის 14 ივლისს, როცა ”ახალი ჰორიზონტები” მაქსიმალურად მიუახლოვდება პლუტონს(ორბიტაზე ვერ გავა), მათ შორის მანძილი 12,5 ათასი კილომეტრი იქნება. სწორედ ამ დროს შეძლებენ მეცნიერები, პლუტონისა და ქარონის უჩვეულო ლანდშაფტების დანახვას, აპარატის საშაულებით რა თქმა უნდა. მისიის რეალიზაცია 600 მილიონ დოლარეზე მეტი დაჯდა. თვითონ აპარატი, რაკეტა-მატარებელი Atlas V-ით, 2006 წლის 19 იანვარს, კანავერალის კონცხზე არსებული კოსმოდრომიდან გაუშვეს.

 პლუტონი-ქარონის სისტემის შესწავლის მერე, NASA მზის სისტემის უფრო შორეული რეგიონის, კოიპერის სარტყელის შეისწავლას გეგმავს. სავარაუდოდ, მისია 2020 წლამდე გაგრძელდება.plutoni da tanamgzavrebi

 რაც შეეხება მეთანს, პლუტონზე მისი არსებობის შესახებ, დედამიწიდან ჯერ კიდევ 1976 წელს ჩატარებული დაკვირვებებით გახდა ცნობილი(ახალი ჰორიზონტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.