ისტორიული შეხვედრა პლუტონთან

 ნახევარი მილიონი კილომეტრიღა აშორებს ერთმანეთს NASA-ას ზონდსა და პლუტონს. plutoni ralfiჯუჯა პლანეტასთან ყველაზე უფრო ახლო წერტილის გავლა, მოვლენაა, რომელსაც 2006 წლიდან ველოდებით ყველა. ისტორიული მომენტი 2015 წლის 14 ივლისს დადგება, 15:49 წუთზე თბილისის დროით. ახლა „ახალი ჰორიზონტები“ სულ უფრო დეტალური სურათების გადმოცემით არის დაკავებლი.

 11 ივლისს კოსმოსურმა ზონდა ფოტო გადაიღო, რომელზეც პლუტონის ზედაპირის აქამდე უცნობი დეტალები შეიმჩნევა. წრფივი ფორმაციები, რომლებიც ქარაფები შეიძლება იყოს, ასევე მრგვალი ფორმის რაღაც, რაც დარტყმით გაჩენილი კრატერი შეიძლება იყოს. მარცხნივ მდებარე ნათელი რეგიონი, პლანეტასთან მაქსიმალური სიახლოვისას გამოჩნდება კარგად.

 ხვალ, პლუტონთან ახლოს ფრენის დროს, ზონდის შვიდივე ინსტრუმენტი ჩაირთვება, რომლებიც ფასდაუდებელი ინფორმაციის შეგროვებას დაიწყებენ. თვითონ აპარატი, რადიო დუმილის რეჟიმში იმუშავებს. მონაცემთა პირველი პაკეტის გამოგზავნა დედამიწისკენ 15 ივლისის 5 საათიდან დაიწყება, რაც იმის მანიშნებელიც იქნება, რომ აპარატმა წარმატებით გაიარა სისტემა პლტონი-ქარონი, სიჩქარით 49 600 კილომეტრი საათში.

plutoni 11 ivlisi 2

 დედამიწასა დაზონდს შორის მანძილი 4,7 მილიარდი კილომეტრია, ამიტომ აპარატიდან გადმოცემული სიგნალი 4,5 საათი იგვიანებს. მონაცემებისა და გამოსახულებების გადმოცემა, დაახლოებით ერთი კილობაიტი წამში სიჩქარით მოხდება. ამიტომ, ყველა ჩატარებული კვლევების სრულ გადმოცემას რამდენიმე თვე დაჭირდება.

 მისია „ახალი ჰორიზონტების“ წარმატება, კაცობრიობის მიერ მზის სისტემის კვლევის პირველი ეტაპის დასრულების მანიშნებელი მოვლენა იქნება(სად არის ახლა ზონდი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.