სამად გახლეჩილი პროტოპლანეტური დისკო

 მზის სისტემის პლანეტების თითქმის ერთ სიბრტყეზე მოძრაობა იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ვარსკვლავებთანაც ასეა. დედამიწიდამ 1300 სინათლის წლის მანძილზე, ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე ობიექტი GW ორიონისი, რომელიც სამი ვარსკვლავისგან შედგება, დანაწევრებული პროტოპლანეტური დისკოთი არის გარშემორტყმული.

 გაზისა და მტვრისგან შემდგარ პროტოპლანეტურ დისკოში, პლანეტები და სხვა ციური სხეულები ფორმირდება. თუ ასეთი სტრუქტურა რგოლებად არის დანაწევრებული, მათში გაჩენილი პლანეტების ორბიტები განსხვავებული დახრილობის სიბრტყეებზე აღმოჩნდება.

 ახალი კვლევის ჩარჩოებში (science.sciencemag.org), ასეთი დეფორმირებული დისკოს ნამდვილად არსებობა პირველად იქნა დამტკიცებული. ისიც დადგინდა, რომ სისტემის შიდა რგოლების მტვრის მასა 30 დედამიწის მასას უტოლდება. ნივთიერებათა ასეთი რაოდენობა რამდენიმე პლანეტის ჩამოყალიბებისთვის სრულიად საკმარისია.

კომპიუტერული მოდელირება და ანიმაცია.

 იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია ამ სისტემის პროტოპლანეტური დისკოს დაყოფა, მეცნიერებმა “ძალიან დიდი ტელესკოპითა” (VLT/ESO. დიდი ტელესკოპების ერა) და კომპიუტერული მოდელირებით მიღებული მონაცემები გააერთიანეს. პირველად მოხერხდა დამზერადი მოვლენის დაკავშირება თეორიულ წარმოდგენებთან “დისკოს გახლეჩის ეფექტის” შესახებ. სისტემაში არსებული ვარსკვლავების განსხვავებული გრავიტაციული მიზიდულობა მათ დისკოებს განსხვავებული დახრილობის სიბრტყეებში “ამტვრევს”. მოდელირების მიხედვით, სამი ვარსკვლავის ორბიტათა წანაცვლება, მათი შემომფარგლავი გაზ-მტვროვანი დისკოს ცალკეულ რგოლებად დაშლას გამოიწვევდა, რაც რეალობისგან შორს არ ყოფილა (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.