ახალი მეთოდი ვარსკვლავების ასაკის დასადგენად

 რამდენი წლისაა ყოველი ვარსკვლავი, ჩვენს დაახლოებით 13 მილიარდი წლის ასაკის გალაქტიკაში? მასში ვარსკვლავთწარმოქმნის ისტორიის გაგების უფრო დახვეწილი მეთოდოლოგია უპრეცედენტო დეტალებში გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ვარსკვლავის ასაკი, სულმცირე იმაზე ორჯერ უფრო ზუსტად, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. განაცხადეს ემბრი-რიდლის აერონავტიკის ინსტიტურის მკვლევარებმა, ამერიკის ასტრონომთა ასოციაციის 10 იანვრის შეხვედრაზე(phys.org).

 ვარსკვლავის ასაკის განსაზღვრის ამჟამად არსებული მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებულია მათი სიცოცხლის ბოლო ეტაპის შეფასებაზე, მას შემდეგ რაც მნათობში არსებული ბირთვული საწვავი ამოიწურება, 20% იან ცდომილებას გვაძლევს, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, 10% იან ცდომილებაზე შეგვიძლია დავიყვანოთ.

 ემბრი რიდლის მეთოდი, რომელიც იყენებს ვარსკვლავების “დამწვარ ნარჩენებს”, ანუ თეთრ ჯუჯებს, შეცდომის ზღვრის 5-3% მდე დაწევის საშუალებას იძლევა.
ფონ ჰიპელის და მისი გუნდის მეთოდის სწორად მუშაობისთვის, საჭიროა მოხდეს ვარსკვლავის ზედაპირის ტემპერატურის, ატმოსფეროში წყალბადის ან ჰელიუმის შემცველობის დადგენა და მისი მასის გაზომვა. ზედაპირის ტემპერატურა შესაძლებელია გამოითვალოს ვარსკვლავის ფერისა და ატმოსფეროს შემადგენლობით.

 “ვარსკვლავის მასა მნიშვნელოვანია, რადგან დიდი მასის ობიექტებს გააჩნიათ უფრო დიდი ენერგია და უფრო დიდხანს უნდებიან გაციებას” – ამბობს ემბერ რიდლის ფიზიკური მეცნიერებების დეპარტამენტის და ობსერვატორიის დირექტორი. “სწორედ ამიტომ, ყავა ჭიქაში უფრო დიდხანს რჩება ცხელი, ვიდრე კოვზში. ზედაპირის ტემპერატურა, ისევე როგორც ჩამქრალ ცეცხლში დამწვარი ნახშირის ტემპერატურა, გვაძლევს ჩვენ გასაღებს იმის გასაგებად, თუ რამდენი ხნის წინ ჩაქრა ცეცხლი. და ბოლოს, მნიშვნელოანია იმის ცოდნა, არის თუ არა ზედაპირზე წყალბადი ან ჰელიუმი, რადგან ჰელიუმი უფრო მეტად ასხივებს(და შესაბამისად კარგავს) სითბოს, ვიდრე წყალბადი”.

 ვარსკვლავების მასის ზუსტი განსაზღვრა ძალიან რთული ამოცანაა, განსაკუთრებით, თეთრი ჯუჯების. ახლა კი ასტრონომებს აქვთ მუშა მეთოდი მათი მასის დასადგენად.

 ეს მეთოდი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ობსერვატორიის, Gaia-ს მონაცემებს იყენებს, რომელიც ჩვენი გალაქტიკის სამგანზომილებიანი რუქის შექმნით არის დაკავებული. ფონ ჰიპელი, ემბრი რიდლის ახალ კურსდამთავრებულებთან ერთად, ვარსკვლავებამდე მანძილის Gaia-თი გაზომილ საკმაოდ ზუსტ მონაცემებს იყენებენ.

 ისევე როგორც მანქანის მძღოლისთვის და მგზავრისთვის შეიძლება გვქონდეს 2 განსხვავებული სიჩქარე სხვა სხეულთან მიმართებაში, ასევე ციური ობიექტები მცირედით მაგრამ მაინც განსხვავებულ ადგილას შეიძლება დავინახოთ, იმის მიხედვით, თუ საიდან ვუყურებთ მათ. Gaia-ს მონაცემები, რომლებიც დაფუძნებულია ციური სხეულების ორი განსხვავებული წერტილიდან ხედვის პარალაქსირებაზე, ემბრი-რიდლის მკვლევარებს ვარსკვლავების სიკაშკაშეზე დაკვირვებით მათი რადიუსების გაგებაში დაეხმარა. ამის შემდეგ, ასაკის გამოთვლისთვის საჭირო უკანასკნელი პარამეტრის, მასის გამოთვლა უკვე შესაძლებელია ვარსკვლავის მასისა და რადიუსის ფარდობიდან, რომელიც დამოკიდებულია ატომში ელექტრონების ქცევის ფიზიკურ კანონებზე.

 ბოლოს, ვარსკვლავის შემადგენლობაში სხვადასხვა ელემენტების სიმრავლის გარკვევით (მეტალურობა – წყალბადზე და ჰალიუმზე მძიმე ელემენტებს ასტრონომები მეტალებს უწოდებენ), მეცნიერები მის ასაკს კიდევ უფრო მეტად აზუსტებენ. მოსის კვლევა ეხებოდა თეთრი ჯუჯის და მთავარი მიმდევრობის ვარსკლავის სისტემას, ქლოქის კი ორი თეთრი ჯუჯის ბინარულ სისტემას.

 “კვლევის შემდეგ დონეზე, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებში გამოკვლეულ იქნება რაც შეიძლება უფრო მეტი ელემენტი პერიოდული ცხრილიდან, ამ წყვილების დახმარებით” – თქვა ფონ ჰიპელმა. “ეს უფრო მეტს გვეტყვის გალაქტიკის ქიმიურ ევოლუციაზე, მოგვცემს რა იმის თაობაზე ინფორმაციას, თუ როგორ იქმნებოდა ქიმიური ელემენტები ვარსკვლავების ევოლუციონირებასთან ერთად, ჩვენ გალაქტიკაში”.

 მისი განცხადებით, ეს კვლევები ჯერ კიდევ წინასწარი შესწავლის სტადიაშია, თუმცა იმედოვნებს მათი საშუალებით ყველა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ასაკის შესწავლას Gaia-ს დახმარებით. “ეს საშუალებას მისცემს მკვლევარებს გაცილებით წინ წაიწიონ ჩვენ გალაქტიკაში ვარსკვლავთ წარმოქმნის პროცესის შესწავლაში”.

 არქეოლოგიაში რადიოაქტიური ნახშირბადით მარკირების მეთოდმა შესაძლებელი გახადა ბიონარჩენების ასაკის დადგენა და შეგვიქმნა ღრმა წარმოდგენა დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის თაობაზე, შენიშნა ფონ ჰიპელმა. “დღესდღეობით, გალაქტიკის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების ასაკის ცოდნის გარეშე არ გვექნება კონტექსტურობა. ჩვენ შეგვეძლო მათი ასაკის გაგება, მაგრამ არაზუსტად”(როგორ ადგენენ ვარსკვლავის ასაკს?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.