სიცოცხლის კოსმოსური წარმოშობა…

 დნმ-ს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – დეზოქსირიბოზა, ლაბორატორიაში, კოსმოსურის მსგავს პირობებში იქნა მიღებული. კვლევის შედეგები იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ სიცოცხლის გაჩენისთვის აუცილებელი მოლეკულები ჯერ კოსმოსში წარმოიქმნა, მერე კი კომეტების ვარდნით მოხვდა დედამიწაზე(Science News).

 ნასას მენციერებმა, ვაკუუმიან კამერაში მოთავსებული წყლისა და მეთანოლის(უმარტივესი ერთატომიანი სპირტი; მეთანოლის მოლეკულები ენცელადესთან) ნარევი მინუს 260 გრადუსამდე გააცივეს. შემდეგ, ულტრაიისფერი გამოსხივებით იმოქმედეს მასზე, რითაც გაზისა და მტვრისგან შემდგარ ვარსკვლავთშორის ღრუბლებში არსებული პირობების იმიტაცია მოახდინეს. ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ გაყინულ წყალსა და სპირტში, შაქარი დეზოქსირიბოზას ფორმირება მოხდა, ასევე სხვა ნახშირწყლებისაც, რომლებიც მსგავს ექსპერიმენტებში ადრეც იქნა მიღებული.

 ცნობილია, რომ შაქრის ფორმირება ხდება ქიმიურ რეაქციებში ფორმალდეჰიდის მონაწილეობით, რომელიც კომეტებზეც არის აღმოჩენილი. მეცтიერები აქამდე ვერ ახერხებდნენ მიეღით დეზოქსირიბოზა(შედის დნმ-ს შემადგენლობაში, აზოტოვან ფუძესთან და ფოსფორმჟავას ნარჩენთან ერთად წარმოქმნის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას მონომერს, ნუკლეოტიდს), რომელიც იმაზე ნაკლები რაოდენობის ჟანგბადის ატომებს შეიცავს, ვიდრე მკვლევარების მიერ ადრე მირებული ნაერთები(დნმ-ს ყველა კომპონენტი კასიოპეია A-ში; დნმ-მ ატმოსფეროში ექსტრემალურ ფრენას გაუძლოსიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.