შავი ხვრელის გაზისა და მტვრის დისკოს პირველი ხარისხიანი ფოტო

 გალაქტიკათა ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი ყველაფერს შთანთქავს, რაც მასთან ახლოს მოხვდება. ამ მოვლენის დამზერა ძალიან ძნელი საქმეა, თუმცა, ასტრონომებმა ALMA(ატაკამას ანტენათა დიდი მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული მასივი)-ს საშუალებით, დედამიწიდან 47 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სპირალური გალაქტიკის – M77, ძალიან აქტიური ზემასიური შავი ხვრელის ახლო სივრცის გადაღება მოახერხეს(newatlas.com).

ALMA(ატაკამას ანტენათა დიდი მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული მასივი. ჩილე)(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

 M77-ის ცენტრში აქტიური ბირთვია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ზამასიური შავი ხვრელი მუდმივად შთანთქავს მატერიას და ინტენსიურად ასხივებს. იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა, ALMA-დან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ხვრელის შემომფარგლავი 20 სინათლის წლის ზომის გაზისა და მტვრისგან შემდგარი სტრუქტურა შეისწავლეს. ათეულობით წელია, რაც მეცნიერები ასეთი წარმონაქმნის არსებობას ვარაუდობდნენ, ხოლო მისი ხარისხიანი ფოტოს გადაღება მხოლოდ ახლა მოხერხდა(რადიო ობსერვატორია ALMA).

 მეცნიერთა თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მიკროტალღური გამოსხივების რეგისტრირება წყალბადის ციანიდისა(HCN) და ფორმილ-იონებისგან(HCO+), რადგან ეს მოლეკულები მაშინ ”ანათებენ”, როცა მათი სიმკვრივე საკმაო მნიშვნელობას აღწევს, რითაც თვითონ გაზისა და მტვრის დისკოს თვისებების შეფასებაა შესაძლებელი(რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).

 გარდა ამისა, მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ გაზი ქაოტურად მოძრაობს და მისი მოქმედება მხოლოდ ხვრელის გრავიტაციით არ უნდა იმართებოდეს. სავარაუდოდ, ეს ფაქტი, წარსულში M77-ისა და პატარა გალაქტიკის შერწყმასთან უნდა იყოს დაკავშირებული(შავი ხვრელიდან ამომავალი ნაწილაკების ჭავლის საიდუმლო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.