2025 წლის მთავარი ასტრონომიული მიღწევები და აღმოჩენები

 ასტრონომიული თვალსაზრისით, არც 2025 წელი იყო სხვებზე ნაკლები. ახალი სამეცნიერო მისიების დაწყება ხელს უწყობს კოსმოსის შესახებ ცოდნის ზრდას და აგრძელებს სამეცნიერო ინოვაციების განვითარებას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

 ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია

 მსოფლიოში უდიდესი ციფრული კამერით აღჭურვილი ობსერვატორია, “სივრცისა და დროის მემკვიდრეობი” კვლევას (LSST) იწყებს, ათწლიან პროექტს, რომელიც არაერთხელ გადაიღებს მთელ სამხრეთ ცას, დააფიქსირებს ყველაფერს, აფეთქებული ვარსკვლავებიდან და დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდებიდან დაწყებული, შორეულ გალაქტიკებში უმცირესი ცვლილებების კვლევებით დამთავრებული.

 წელსვე დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ  რუბინის ტელესკოპს ძლიერი გავლენა ექნება მომდევნო წლების ასტრონომიაზე. კოსმოსის სტატიკური სურათების ნაცვლად, ასტრონომები მიიღებენ ევოლუციის მდგომარეობაში მყოფი სამყაროს უწყვეტ, ცოცხალ ჩანაწერებს, ჯერჯერობით წარმოუდგენელი აღმოჩენებისკენ გააღებს კარს.

 “ჯეიმს ვები” – სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენების საზღვრებს აფართოებს

კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები” (NASA).

 ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპმა, ადრეული სამყაროს უჩვეულოდ მოწიფული გალაქტიკები აღმიაჩინა, შეისწავლა შორეული ეგზოპლანეტების ატმოსფეროთა ქიმიური შემადგენლი, საგვანახა სქელ კოსმოსურ ღრუბლებში ჩაფლული ვარსკვლავწარმომქმნელი პროცესები.

 ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკებიდან დაწყებული, რომლებიც, ტქნიკურად, არც კი უნდა არსებობდეს, პლანეტების გამოცანებით დამთავრებული, “შეუძლებელი” ატმოსფეროების ჩთვლით, რომლებიც მაგმით დაფარულ პლანეტას შემოფარგლავს, “ჯეიმს ვების” აღმოჩენები ასტრონომებს აიძულებს ახლებურად გადახედონ იმ ჯერ ამოუხსნელ ძველ გამოცანებს, რომლებიც ჩვენს სამყაროს ეხება. ეს ეხება ფუნდამენტურ იდე ებს იმის შესახებ, თუ როგორ ფორმირდებოდნენ გალაქტიკები დიდი აფეთქების მერე და რამდენად რთული შეიძლება გახდეს პლანეტური სისტემები.

 არსებული მოდელების მართებულობის დადასტურების ნაცვლად, ტელესკოპი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ. და თუ 2025 წელი რაღაცის მანიშნებელია, მომდევნო წლები, კოსმოსის შესახებ ჩვენი ცოდნის გაფართოებას მხოლოდ გააგრძელებს,  NASA-ს წამყვანი კოსმოსური ობსერვატორიის ძლიერი თვალის მეშვეობით.

 დედამიწის მსგავსი პლანეტები

სისტემა კეპლერ 186 (ნახატი).

 ეგზოპლანეტების შესახებ მეცნიერება აგრძელებს სტაბილურ პროგრესს ასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნისკენ, დედამიწის მსგავსი პლანეტების იდენტიფიცირებისკენ. ვების და ხმელეთზე არსებული ტელესკოპების მონაცემების გაერთიანებით, ათობით ვარსკვლავურ სისტემებში არსებული პლანეტების სიცოცხლისთვის თავსებადობა შემოწმდა, მათი ატმოსფეროების სპექტრისა და მათ ზედაპირებზე ტემპერატურის დადგენით.

 მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ნამდვილი ტყუპისცალი ჯერ არ გამოჩენილა, მეცნიერები ძებნას იმ კლდოვან პლანეტებამდე ავიწოროებენ, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების სასიცოცხლო ზონებში ბრუნავენ. გასულ წელს, იშვიათი, სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრავი “ზედედამიწა” აღმოვაჩინეთ, დედამიწიდან 20 სინათლის წის მანძილზე.

 ასტრონომიის ამ საინტერესო სფეროში ყოველი ახალი აღმოჩენა, მკვლევრებს უფრო აახლოებს კითხვაზე პასუხის გაცემასთან, შეიძლება თუ არა დედამიწის მსგავსი პირობები, და სიცოცხლე, უფრო გავრცელებული იყოს ჩვენს გალაქტიკაში, ვიდრე ამჟამად გვგონია.

 ჰაბლის დაძაბულობა

 თანამედროვე კოსმოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მედეგი საიდუმლო, რომელიც „ჰაბლის დაძაბულობის“ სახელით არის ცნობილი, წელსაც გადაუჭრელი დარჩა. ადრეული სამყაროს გაფართოების სიჩქარის გაზომვები, ახლომდებარე გალაქტიკებზე დაკვირვებით მიღებულ მნიშვნელობებს კვლავ ეწინააღმდეგება. ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ ამჟამინდელ კოსმოლოგიურ მოდელებს შეიძლება რაღაც ფუნდამენტური აკლდეს.

 ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპიდან და სხვა ობსერვატორიებიდან მიღებული სულ უფრო ზუსტი მონაცემების მიუხედავად, წელს, შეუსაბამობა მხოლოდ გაუარესდა. უცნობ (ახალი) ფიზიკასთან გვაქვს საქმე, ფარულ სისტემურ შეცდომებთან თუ თავად კოსმოლოგიის უფრო ღრმა გადახედვაა სჭირო, უცნობია.

 ვარსკვლავთშორისი კომეტა 3I/ATLAS

 2025 წლის ასტრონომიული მოვლენების მიმოხილვა, იდუმალი ვარსკვლავთშორისი ობიექტის, 3I/ATLAS-ის ხსენების გარეშე სრულყოფილი ნამდვილად ვერ იქნება. ამ წლის ივლისში აღმოჩენილი კომეტა, მესამეა იმ ცნობილ ობიექტთა შორის, რომლებიც სხვა ვარსკვლავის სისტემიდან გვესტუმრნენ (მზის სისტემის სამი ვარსკვლავთშორისი სტუმარი).

 მისი წინამორბედების, 1I/’ოუმუამუას და 2I/ბორისოვის მსგავსად, კომეტა, ჩვენი ვარსკვლავური სამეზობლოს გარეთ გაჩნდა, რაც იშვიათ შესაძლებლობას იძლევა სხვა ვარსკვლავებთან არსებული ქიმიური ელემენტებისა და ნაერთების დისტანციურად შესასწავლად. მყვირალა განცხადებების მიუხედავად, თითქოს და უცხოპლანეტელების ხომალდთან გვქონდა საქმე, მეცნიერებმა მალევე დაადგინეს, რომ 3I/ATLAS ბუნებრივი წარმოშობის კომეტაა, რომელიც ყინულის და კლოდვანი ქანებისგან შედგება. მისმა ხანმოკლე შემოფრენამ, ფასდაუდებელი მონაცემები მოგვაწოდა ვარსკვლავთშორისი ობიექტების ქიმიისა და ქცევის შესახებ, იმ “საშენი მასალების” შესახებ, რომლებიც მთელს ირმის ნახტომში შეიძლება იყოს მიმოფანტული (3I/ATLAS – რეკორდული სიჩქარით მოძრავი ვარსკვლავთშორისი სტუმარი).

ბნელი ენერგია, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ევოლუციონირებდეს

სამყაროს ევოლუცია დიდი აფეთქებიდან დღემდე.

 მარტში, სპექტროსკოპიული ინსტრუმენტით მომუშავე მეცნიერებმა, რომლებიც ბნელი ენერგიის ძიებაში იყვნენ, 15 მილიონ გალაქტიკაზე დაკვირვებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომელიც მოიცავს დროის მასშტაბს დღევანდელიდან, 11 მილიონ წლამდე წარსულში. როგორც ირკვევა, ბნელი ენერგია არა მხოლოდ არსებობს, არამედ დროთა განმავლობაში იცვლება კიდეც. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება სამყაროს შესაახებ სტანდარტულ მოდელს, რომელიც ვარაუდობს, რომ ბნელი ენერგია მუდმივი რჩება. თუმცა, მეცნიერები, სენსაციური განცხადებების გაკეთებისგან ჯერ თავს იკავებენ. ბნელი ენერგიის დროთა განმავლობაში ცვლილების შესახებ იდეები ადრეც იყო შემოთავაზებული, რისი მტკიცებულებების ძიება ახლაც მიმდინარეობს.

ყველაზე ენერგიული ნეიტრინო

KM3NeT – ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მდებარე ნეიტრინული ობსერვატორია (ილუსტრაცია).

 თებერვლის დასაწყისში, ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნეიტრინულმა დეტექტორებმა, 220 პეტაელექტრონვოლტი (PEV) ენერგიის მქონე ნაწილაკი აღმოაჩინა. ეს ათიათასობითჯერ მეტია, ვიდრე ჩვენს ყველაზე ძლიერ ამაჩქარებელს შეუძლია წარმოქმნას (დაკ-ში პროტონების მაქსიმუმი 14 ტერაელექტრონვოლტი იყო). ამიტომ, ეს ნაწილაკი, მეცნიერების მიერ ოდესმე დაფიქსირებულ ყველაზე ენერგიულ ნეიტრინოდ ითვლება.

 ეჭვგარეშეა, რომ ნაწილაკი ჩვენამდე კოსმოსიდან მოვიდა. თუმცა, მისი წარმოშობა საიდუმლოდ რჩება, რადგან მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ საბოლოოდ დაადგინონ ის პროცესი, რომლშიც ის იბადება. შესაძლო თეორიებს შორისაა მზის ახლოს პირველადი შავი ხვრელის აფეთქებაც (კიდევ ზეენერგიული ნეიტრინოების შესახებ).

ბეთელგეიზეს თანამგზავრი

 ბეთელგეიზე, ორიონის თანავარსკვლავედის გიგანტური წითელი ვარსკვლავია, რომელიც კაცობრიობისთვის ოდითგანვეა ცნობილი, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მისმა ქცევამ ყველა გააოცა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის ზეახლად აფეთქებას აპირებდა. 2025 წლის ივლისში, მეცნიერებმა მასთან ახლოს ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომლის მასა მზის მასაზე 1,5-ჯერ მეტია. ის იმდენად ახლოსაა, რომ დაახლოებით 10 000 წელიწადში ერთ ვარსკვლავად შეიძლება გაერთიანდნენ. ახლა, ბეთელგეიზეს სიკაშკაშის გრძელვადიანი ვარიაციები ამ თანამგზავრის არსებობით აიხსენება.

სატურნის 128 თანამგზავრი

 სატურნი არა მხოლოდ თავისი შთამბეჭდავი რგოლებით არის ცნობილი, არამედ მზის სისტემის პლანეტებს შორის ყველაზე მეტი თანამგზავრითაც. 2025 წლის მარტში, მეცნიერებმა გამოაცხადეს მის გარშემო 128 ახალი სხეულის აღმოჩენის შესახებ, რამაც მათი საერთო რაოდენობა 274-მდე გაზარდა. ამ სხეულების უმეტესობა ძალიან პატარაა, ერთ კილომეტრზე ნაკლები დიამეტრით.

შესაძლო სიცოცხლის კვალი მარსზე

 რა ქმნის ამ უჩვეულო ლაქებს? ღია ფერის ლაქები მარსის კლდეებზე, თითოეული გარშემორტყმული მუქი ზოლებით, 2024 წელს აღმოაჩინა ნასას მარსმავალმა – “პერსევერანსი” (Perseverance), რომელიც ამჟამადაც იკვლევს მარსს. ლეოპარდის ლაქების მსგავსი წარმონაქმნები იმით არის საინტერესო, რომ ისინი უძველესი მარსული სიცოცხლის კვალი შეიძლება იყოს. მილიმეტრის ზომის ლაქები, დიდი ზომის ქვაზე იქნა აღმოჩენილი, სახელად “ჩეიავა ფალსი”. ამაღელვებელი, მაგრამ ჯერ დაუმტკიცებელი ვარაუდის მიხედვით, უძველესი მიკრობები ენერგიის გენერირებას ქიმიური რეაქციებით ახდენდნენ და ისეთი კვალი დატოვეს, რომლის მსგავსიც დედამიწაზეც არის აღმოჩენილი (ლიქენები). მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, არაბიოლოგიურმა ახსნამ შეიძლება გაიმარჯვოს, სპეკულაცია, რომელიც ფოკუსირებულია ხსენებულ პოტენციურ ბიოლოგიურ წარმოშობაზე, დიდ ინტრიგას აჩენს (კიდევ მარსული სიცოცხლის შესახებ).

ირმის ნახტომის ტალღები

 მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ ირმის ნახტომის დისკო იდეალური არ არის, მისი კიდეები დეფორმირებულია. Gaia-ს კოსმოსური ტელესკოპით მილიონობით ვარსკვლავზე დაკვირვების შემდეგ, ისინი ახლა ამაში დარწმუნებულები არიან. 2025 წელს, იმავე მონაცემთა ნაკრების გამოყენებით, მათ აღმოაჩინეს, რომ ეს დეფორმაცია ჩვენი გალაქტიკის დისკოზე გამავალი ტალღების შედეგია. ზოგიერთ ადგილას ვარსკვლავები გალაქტიკის სიბრტყესთან შედარებით ზემოთაა გადაადგილებული, ზოგიერთში კი ქვემოთ (აღმოჩენილია ირმის ნახტომის გიგანტური სტრუქტურის რხევა).

ეგზომთვარე

 2025 წელს, ასტრონომებმა წარმოადგინეს ეგზომთვარის არსებობის პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება, ბუნებრივი თანამგზავრისა, რომელიც ეგზოპლანეტის გარშემო ბრუნავს. ობიექტი აღმოაჩინეს გაზის გიგანტთან – HD 206893 B, რომელიც დედამიწიდან 133 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს (“ჰაბლმა” ეგზომთვარე აღმოაჩინა?!).

დიმეთილსულფიდი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში

 ეს ორივე ნივთიერება დედამიწაზე, ძირითადად, ბიოლოგიური პროცესებით წარმოიქმნება. ამიტომ, სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა სწრაფად იქცა სენსაციად, მიუხედავად იმისა, რომ K2-18b-ს ცხელი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტემპრატურის შეახებ მაშინაც იცოდნენ . თუმცა, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან მან მეცნიერებს საშუალება მისცა, ახლებურად შეეფასებინათ, რომელი ნივთიერებებია სანდო ბიომარკერები და რომელი არა (“ჯეიმს ვები” და ტრანზიტული სპექტროსკოპიის სიძნელეები, აჟიოტაჟი დიმეთილსულფიდთან დაკავშირებით).

კიდევ ერთი მრავალჯერადი გამოყენების მძიმე რაკეტა-მატარებელი

 გასული წელი სხვებზე წარმატებული გამოდგა ამერიკელი კონკურენტებისთვის – “ბლუ ორიჯინ” და “სფეისიქსი“. ჯეფ ბეზოსის მიერ, ილონ მასკის “სფეისიქსზე” სამი წლით ადრე, 2000 წელს დაარსებულმა “ბლუ ორიჯინმა”, მხოლოდ ახლახანს განახორციელა მძიმე ტვირთამწეობის რაკეტის პირველი საფეხურის წარმატებული დასმა (Never Tell Me The Odds), რითაც აშშ-ს, მსოფლიოში მეორე ნაწილობრივ მრავალჯერადი გამოყენების მძიმე ტვირთამწეობის რაკეტა გამოუჩნდა. ამჟამად, მსოფლიოში არავის აქვს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა, მით უმეტეს ამ კლასის.

 ფლორიდაში, კანავერალის კონცხიდან აფრენის მერე, რაკეტა “ნიუ გლენმა”, ნასას კუთვნილი ტყუპი თანამგზავრი წარმატებით გაიყვანა ორბიტაზე (Escape და Plasma Acceleration Dynamics Explorers), ლაგრანჟის მეორე წერტილთან. ისინი ლობიოს ფორმის ორბიტაზე 2026 წლის ნოემბრამდე იქნებიან, დედამიწის გრავიტაციის დახმარებით კი  გეზს მარსისკენ აიღებენ (საცდელი დანიშნულების “სტარშიპის” მეთერთმეტე და უკანასკნელი ფრენა).

(2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ასტრონაოსნობაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.