კერძო კომპანია „მარს ერთი“, რომელიც მიზნად ისახავს 2023 წელს ასტრონავტების გაშვებას მარსზე, პირველად გააფორმა ხელშეკრულება და ხელიც მოაწერა მარსზე კოლონიზაციის გაშენებაზე, რომელში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, თქვენ უბრალოდ გევალებათ მხარი დაუჭიროთ სიცოცხლის გაგრძელებას მარსზე(1).
კომპანიის ინჟინერები აცხადებენ, რომ 2023 წლამდე ისინი შექმნიან ისეთ არქიტექტორულ ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მარსულ პირობებში ადამიანთა გრძელვადიან დასახლებას წითელ პლანეტაზე. კომპანია უზრუნველყოფს კოლონისტების უსაფრთხო ცხოვრებას მარსზე, სუფთა ჰაერი, წყალი და ისეთი კოსმოსური ფორმები, რომლითაც ადამიანები შეძლებენ თავისუფლად და უსაფრთხოდ იმოძრაონ პლანეტის ზედაპირზე. ხოლო სანამ მარსის კოლონიზაცია დაიწყება დენის ტიტო, როგორც უკვე იცით, თავის მისიას 2018-ში განახორციელებს.
კომპანიამ „მარს ერთი“ უკვე ხარჯთ აღრიცხვაც აწარმოა, ოთხი ახალმოსახლის გაშვება მათ 6 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ. ორგანიზაცია ასევე გეგმავს ეს მისია რეალითი შოუდ აქციოს, რომელსაც მთელი მსოფლიო იხილავს. კომპანიის ხელმძღვანელები განცხადებით – ”მათ ღრმად სწამთ, რომ მისია აუცილებლად განხორციელდება, ხოლო მისი წარმატება ფინანსების უზრუნველყოფაზე და ტექნოლოგიების პროგრესზე იქნება დამოკიდებული, რაც თითქმის უკვე მიღწეულია და ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებს და ყველა პარტნიორ კომპანიას, რომელიც გვერდში გვიდგას და მხარს უჭერს ჩვენს ამბიციურ საკაცობრიო მისიას მარსზე”. პირველი ასტრონავტების გადასხმის შემდეგ, ყოველ მომდევნო ორ წელიწადში კვლავ ახალი მისიოენერები გაემგზავრებიან და ასე დაიწყება კოლონიზაცია და ახალი ცხოვრება წითელ პლანეტაზე. და ბოლოს, ორგანიზაცია ასევე გეგმავს უკვე დაიწყოს მომავალი მისიონერების სატელევიზიო შერჩევა(ექსპერიმენტი ”მარს 500” დასრულდა; უჟანგბადოდ მცენარეებთან ერთად; გამოქვაბულნავტები და სიცოცხლის ახალი ფორმა; მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა…).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.