შორეულ წარსულში მარსის გარემო პირობები მიკრობული სიცოცხლისათვის ერთმნიშვნელოვნად კარგი იყო. ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ რეგიონში მაინც(NASA).
მარსმავალმა ”ცნობისმოყვარეობა”-მ სავარაუდო მდინარის კალაპოტის მახლობლად აღბული ქანების სინჯები გამოიკვლია და იქ გოგირდი, აზოტი, წყალბადი, ჟანგბადი, ფოსფორი, ნახშირბადი და სხვა ნივთიერებები აღმოაჩინა. ზოგიერთი ამ ელემენტთაგანი სიცოცხლის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ეს იყო ნასას მიერ გაკეთბული განცხადების მიზეზი, წარსულში მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების არსებობის შესახებ.
ნასას პრესრელიზში დაიწერა, რომ მარსმავლის მიერ აღბული სინჯები თიხიან მინარალებს შეიცავენ, სულფატებს და სხვა შენაერთებს. საინტერესოა, რომ ზოგირთი მინერალი უფრო მეტად არის დაჟანგული, ვიდრე სხვები, ზოგიც საერთოდ არა. ამ ყველაფრს პრინციპში მიკრობული სიცოცხლისათვის საჭირო”ენერგეტიკული გრადიენტი” უნდა უზრუნველყო – დედამიწაზე ბევრი მიკრობი სწორედ ამის ხარჯზე ცოცხლობს.
”ქიმიური ინგრედიენტების დიაპაზონი, რომლებიც სინჯებში აღმოჩნდნენ, საკმაოდ შთამბეჭდავია. სულფიდებისა და სულფატების თანაობა მიკროორგანიზმებისათვის საჭირო ენერგიის ქიმიური წყაროების არსებობაზე მიუთითებენ ” – აცხადებს პოლ მაჰეფი, გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან, მარსმავლის ინსტრუმენტთა ერთ-ერთი შემქმნელი.
აღსანიშნავია, რომ სინჯების ანალიზის შედეგების მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნოტიო მარსის ეპოქაში გეილის კრატერის ნიადაგი ან ნეიტრალური იყო, ან ზომიერად ტუტე. მასში არანაირი ზედმეტი მჟავიანობა ან მარილის მაღალი კონცენტრაცია არ ფიქსირდება, რაც ამ რეგიონს შესაძლო მიკროორგანიზმთა არსებობისთვის კიდევ უფრო თავსებადს ხდიდა.