”წვიმა” მზეზე

მზეზეც მოდის წვიმა, ოღონდ ამ დროს არა წყლის წვეთები ცვივა ზემოდან, არამედ გავარვარებული პლაზმა. ასეთი მოვლენა 2012 წლის ივლისში მოხდა – ამოფრქვევა, კორონალური მასების გამოტყორცნა და საშუალო სიმძლავრის მზიური ანთება. ამ ყველაფერს კი ძალიან უჩვეულო რამ მოჰყვა – მზის გვირგვინში მოხვედრილი პლაზმა ცივდებოდა და ნელ-ნელა ისევ ძირს ეშვებოდა. ეს მოვლენა კორონალური წვიმის სახელით არის ცნობილი. ელექტრონებს, პროტონებსა და იონებს მუხტი გააჩნია, ამიტომ შეუძლიათ ნატიფი მოძრაობებით დაეშვან მაგნიტური ველის მარყუჟებში, მზის ზედაპირთან ახლოს. ეს, სურიალისტური ჩანჩქერის ეფექტს ქმნის, რომელიც სიცარიელიდან გადმოედინება. წარმოდგენილი კადრები ულტრაიისფერ დიაპაზონშია გადაღებული. სწორედ ამ დიაპაზონში ასხივებს 50 000 გრადუსამდე გაცხელებული მატერია. ყოველი  წამი, რეალური დროის 6 წუთს შეესაბამება, ასე რომ, კორონალური წვიმა დაახლოებით 10 საათი გრძელდებოდა. დადგენილია, რომ პატარა მარყუჟებში, წვიმა 30 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს(მრისხანე მზე).

მზის დინამიკის ობსერვატორია(SDO/NASA).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.