გრავიტაციული გამწევი ასტეროიდისთვის

 ერთ-ერთი იდეის მიხედვით საჭიროა მასიური კოსმოსური ხომალდის შექმნა, რომლის გრავიტაცია ბუქსირივით იმოქმედებს. სურათზე წარმოდგენილია, თუ როგორ შეიძლება მუშაობდეს გრავიტაციული გამწევი – ხომალდი 200 მეტრიანი ასტეროიდის მახლობლად მდებარეობს და გრავიტაციული ბუქსირითაა მასთან მიერთებული. ჯონსონის სახელობის კომოსური ცენტრის თანამშრომლებმა ედუარდ ლუმ და სთენლი ლავმა ასეთი 20 ტონიანი ბირთვულ-ელექტრული გამწევის მოდელი შეიმუშავეს. იონური ძრავების გამწევი ძალა ასტეროიდის საპირისპიროდაა მიმართული. გამწევი ძალის მუდმივი ზემოქმედება ნელ-ნელა, ასტეროიდის ტრაექტორიას ცვლის, რომელიც ხომალდთან გრვიტაციული მიზიდულობით არის დაკავშირებული. იდეა ფანტასტიკურად გამოიყურება, თუმცა იონური ძრავები მოქმედ თანამგზავრებზე უკვე მუშაობენ(”ალიონი”). გრავიტაციული გამწევის მოქმედება ასტეროიდის ზედაპირის სტრუქტურასა და ფიზიკურ პირობებზე არ იქნება დამოკიდებული(ლაზერი ასტეროიდის წინააღმდეგ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.