სავარაუდოდ, სატურნის კილომეტრული დიაპაზონის რადიოგამოსხივება წარმოიქმნება ელექტრონებისგან, რომლებიც პლანეტის მაგნიტური ველის გასწვრივ, პოლარულ რეგიონებთან ახლოს მოძრაობენ. ამ ნაწილაკების(არა მარტო ელექტრონების) ატმოსფეროსთან შეჯახებითვე ხდება პოლარული ნათებაც, მოვლენები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.
ეს გიგავატიანი რადიო, პოპულარულ მუსიკას არ გადმოსცემს, თუმცა მეცნიერები ამ სიგნალიდან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ღებულობენ პროცესებზე, რომლებიც გიგანტის პოლარულ რეგიონებში ხდება. სატურნის კილომეტრული რადიოგამოსხივება(SKR), არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაკავშირებული პოლარულ აქტიურობასთან, ასტრონომთა ყურადღების ქვეშ ხშირად ექცევა. ადრე ითვლებოდა, რომ SKR-ის სიმძლავრის ცვლილება პლანეტის ღერძის გარშემო ბრუნვის ანარეკლს წარმოადგენდა. შემდეგ გაირკვა, რომ გამოსხივების პარამეტრები ათწლეულების განმავლობაში შესამჩნევად იცვლებოდა. პლანეტების ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარეები კი უმნიშვნელოდ იცვლება, ანუ სიმძლავრის ცვლილების მიზეზი რაღც სხვა პროცესია.
ახლა უკვე დადგინდა, რომ SKR-ი ერთის მხრივ პლანეტის მაგნიტოსფეროსა და მზის ცვლადი ინტენსივობის მაგნიტური ქარის ურთიერთქმედებათა რთულ პროცესებს ”ახმოვანებს”, მეორეს მხრივ სატურნის ატმოსფეროს ზედა ფენებში მოძრავი ნაწილაკების ნაკადებს, თუმცა ეს მექანიზმი ბოლომდე ახლაც არ არის დაზუსტებული.
ასეთი სახით დაინახა 2009 წელს ორბიტალურმა ტელესკოპმა ”ჰაბლმა” სატურნის ორივე პოლუსზე მიმდინარე პოლარული ნათება. კადრი გადაღებულია ულტრაიისფერ დიაპაზონში(NASA/ESA/STScI/ Jonathan Nichols (University of Leicester).
აპარატ ”კასინიდან”(2009) და ”ვოიაჯერებიდან”(80-იანი წლები) მიღებულ მონაცემთა ანალიზმა საშუალება მისცა სპეციალისტებს დაედგინათ, რომ SKR-ი სინამდვილეში არ ერთი, არამედ ორი სიგნალია, მომავალი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეს ორი სიგნალი სეზონების ცვლილებასთან ერთად ერთმანეთს უახლოვდება და შემდეგ ისევ შორდება.
SKR-ის სეზონების ცვლილებასთან დაკავშირებული გრძელპერიოდიანი რხევა ნამდვილად მზისა და პლანეტა-გიგანტის მაგნიტოსფეროს ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. ამის გამო, პლანეტოლოგებს SKR-ის ძველ მოდელებზე უარის თქმა მოუხდათ, ახლები კი ჯერ ახლა იქმნება, მით უმეტეს, რომ ”კასინი” სატურნის ორბიტაზე მუშაობას აგრძელებს.