კოსმოსური ლაქა

ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ ახალი ფოტო გამოაქვეყნა(ESO).

კამერა Wide Field Imager-ის საშუალებით, როემლიც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ესო) 2,2 მეტრიან ტელესკოპზე MPG/ESO აყენია, ასტრონომებმა ელვარე გაფანტული ვარსკვლავური გროვა NGC 6520-სა და მისი მეზობლის, უცნაურად ბნელი ღრუბლის Barnard 86-ის გამსოახულება მიიღეს. ეს წყვილი მილიონიბით ვარსკვლავის ფონზე, ირმის ნახტომის ყველაზე კაშკაშა ნაწილისკენ მოჩანს.

 დიდი ვარსკვლავური ღრუბელი მშვილდოსნის თანავარსკვლავედშია, რომელიც ცაზე ვარსკვლავებით მდიდარი ერთ-ერთი რეგონია. ვარსკვლავების უზარმაზარი რაოდენობა ისეთი ბნელი ღრუბლების სიბნელეს, როგორიც Barnard 86-ია, კიდევ უფრო ძლიერად უსვამს ხაზს.

 NGC 6520 გაფანტულ ვარსკვლავურ გროვას წარმოადგენს, რომელშიც ძალიან ბევრი ელვარე თეთრი-მოცისფრო ვარსკვლავია, რომელთა სიკაშკაშე და ფერი მათ ახალგზრდობაზე მეტყველებს. გაფანტული გროვები ჩვეულებრივ, რამდენიმე ათას ვარსკვლავს შეიცავენ, რომელბიც ერთსა და იგივე დროს ჩამოყალიბდნენ და შესაბამისად ერთნაირი ასასკის არიან. ასეთი გროვები შედარებით ცოტა ხანს ცოცხლობენ, რამდენიმე ასეული მილიონი წელი, ხოლო შემდეგ ცალკეულ ვარსკვლავებად იშლებიან.

 ითვლება, რომ NGC 6520-ის ასაკი 150 მილიონი წელია. გროვა, როგორც მისი მტვროვანი მეზობელი, მზეს 6000 სიანთლის წლით არიან დაშორებულნი. ვარსკვლავები, რომლებიც თითქოს ნისლეულ Barnard 86-ის შიგნით არიან, სინამდვილეში მის წინ არიან განლაგებული, ანუ ღრუბელსა და ჩვენს შორის.

httpv://www.youtube.com/watch?v=lIB0AnJigxw

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.