ნახშირბადი, „ჩაკეტილი“ არქტიკის მარადიულ ყინულში, როგორც გაირკვა, მზის სინათლის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ მყინვარების დნობის დროს ატმოსფეროში გაცილებით მეტი ნახშირჟანგი გამოიტყორცნება, ვიდრე ეკოლოგებს ეგონათ.
ეკოლოგმა და ბიოქიმიკოსმა ჯორჯ ქლინგმა (მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტი), თავის კოლეგებთან ერთად, ალიასკის არქტიკული რეგიონები გამოიკვლია, სადაც მარადიული მყინვარის დნობა შეიმჩნევა, ნიადაგის ზედა ფენები იშლება, ეროზიული ნაპრალებისა და მეწყერის წაქრმქმნით, ხოლო ნიადაგის ღრმა ფენები კი მოშიშლვლებული რჩება.
აღმოჩნდა, რომ მზის სინათლე, ნიადაგში არსებული ნახშირბადის ნახშირჟანგად ბაქტერიულ კონვერსიას 40%-ით აძლიარებს. მისი ატმოსფეროში გამოყოფა, თავის მხრივ, სათბურის ეფექტს ზრდის, რაც ტემპერატურის შემდგომ ზრდას უწყობს ხელს. ანუ, ფორმირდება „დადებითი უკუკავშირი“, რაც მეტია ნახშირჟანგი – ბუნებრივი თუ ნახშირბადული საწვავის წვით გამოდევნილი, მით მეტად ცხელდება პლანეტა, მით უფრო მალე დნებიან მყინვარები და კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ნახშირჟანგი ხვდება ატმოსფეროში.
ბაქტერიული კონვერსიის გარდა, ულტრაიისფეერი გამოსხივების გავითვალისწინებაც აუცილებელია, რომელსაც ნიადაგის ნახშირბადული შენაერთების ნახშირჟანგად პირდაპირი გარდაქმნა შეუძლია. ამგვარად, პროცესი დამატებით კიდევ უფრო ჩქარდება.
ქლინგის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად აქტიურად გადადიან ნახშირბადული შენაერთები მსოფლიო ნახშირბადის წრებრუნვაში და რამდენად აჩქარებენ გლობალური დათბობის პროცესს, თუმცა უკვე ნათელია, რომ არქტიკული მყინვარებიდან მეტი სათბურის ეფექტის მქონე გაზი ამოდის, ვიდრე აქამდე ვინმე წარმოიდგენდა (უკუზემოქმედება: კლიმატის ამოფრქვევა; მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან; მეცნიერებმა დედამიწის „დაკარგული ენერგია“ აღმოაჩინეს; გრენლანდია დნება; ყველაზე ცხელი წლები).