მან სახელი პროგრამა მაუნთ-ლემონის(არიზონა) საპატივცემულოდ მიიღო, რომლის ჩარჩოებშიც ის გასულწ წელს აღმოაჩინეს. ამ ტელესკოპურ გამოსახულებაზე, რომელიც 4 თებერვალსაა გადაღებული, კომეტა ლემონს კრგად გამოხატული მწვანე კომა და სუსტი გაორებული კუდი აქვს. კომეტა ახლა იმაზე მეტად ელვარებს, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა მაინც ჭირს. მწვანე ფერი ორატომიანი ნახშირბადის დამსახურებაა, რომელიც მზის სინათლეზე ფლიუროსცენციას(მეორადი ნათება) განიცდის. ეს ფერადი გამოსაულება რამდენიმე ინდივიდუალური ექსპოზიციებითაა შედგენილი, ავსტრალიის დედაქალაქის სიდნეის მახლობლად არსებულ ობსერვატორიაში. ფოტო 1 გრადუსიან სივრცეს მოიცავს. სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე ვარსკვლავები უკანა ფონზე ხაზებად არიან წაგრძელებულნი, რადგან კომეტა მათ მიმართ, ჩრდილოეთის მიმართულებით, საკმაოდ სწრაფად გადაადგილდება. მზესთან მიახლოებასთან ერთდ მისი ელვარება მოიმატებს, რომლის სიდიდე მარტის ბოლოს მესამე ვარსკვლავურ სიდიდეს მიაღწევს. აპრილის დასაწყისისთვის კომეტა ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც უნდა გამოჩნმდეს. დედამიწელი დამკვირვბლებისთის ეს ობიექტი მხოლოდ წლის კიდევ ერთ სიმპათიურ კომეტად შეიძლება იქცეს, რადგან კომეტების პანსტარსისა და აისონის გამოჩენას ყველა მოუთმენლად ელოდება.
კომეტა ლემონი სამხრეთ პოლუსთან ახლოს
Posted by