წარმოდგენილ გამოსახულებაზე, რომელიც მარსმავალმა გადაიღო, მეტალისმაგვარი მცირე სტრუქტურა ჩანს. ფოტო 2013 წლის 30 იანვარს კამერა Mastcam-ით არის გადაღებული. უჩვეულო სტრუქტურა იტალიელმა ასტრომოყვარულმა ელიზაბეტ ბონორამ შეამჩნია.
გამოსახულებაზე ამოუცნობი ობიექტი ზედაპირზე მაღალია: მკაფიოდ ჩანს მისგან დაცემული ჩრდილი. უცნაური სტრუქტურა მისი შემომფარგლავი ქვებისგან მკვეთრად გამოირჩევა. მას პრიალა ზედაპირი აქვს და როგორც ჩანს, ეროზიამედეგიცაა. ობიექტის სიმაღლე 0,5 სანტიმეტრზე მცირეა(„ცნობისმოყვარეობამ“ კიდევ ერთი უცნაური ბრჭყვიალა ობიექტი იპოვა).