მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ უცნაურ მეტეორიტს, მარსის ფორმირების ისტორიის შესახებ შეუძლია მოგვითხროს. 2011 წელს, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში აღმოჩენილ იქნა მეტეორიტი, რომელსაც „შავი ლამაზმანი“ შეარქვეს, ის 320 გრამს იწონის. მეცნიერების გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ის 10-ჯერ მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე სხვა მარსული მეტეორიტები. წელიწადზე მეტი მოანდომეს ნასელებმა ამ კოსმოსური ქვის ქიმიურ და სტრუქტურულ შესწავლას. კვლევის დროს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის 2,1 მილირდი წლის წინათ წარმოიქმნა.
მეტეორიტში წყლის მოლეკულების დიდმა რაოდენობამ – დაახლოებით 6000/1 მილიონზე, ანუ 10-ჯერ მეტი სხვა მარსულ მეტეორიტებზე, იმაზე მეტყველებს, რომ მარსის ზედაპირი საკმაოდ დიდი ხნით იყო წყლით დაფარული.
მეცნიერები ფაქტიურად შეთანხმდნენ იმაზე, რომ ძალიან დიდი ხნის წინ მარსზე საკმარისზე მეტი რაოდენობის წყალი იყო, შესაძლებელია, სიცოცხლის რაიმე ფორმებიც.
მეტეორიტი „შავი ლამაზმანი“ ძირითადად სწრაფად გაცივებული ვულკანური წარმოშობის ბაზალტისგან შედგება. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ლავას ასე სწრაფად გაცივება და გამყარება მხოლოდ დიდი რაოდენობის წყლის ზემოქმედებით შეეძლო. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მარსზე დიდი რაოდენობით იყო წყალი და დიდი ხნითაც ნარჩუნდებოდა.
„ჩვენს მიერ აღმოჩენილი მეტეორიტი (1) არცერთ აქამდე შესწავლილს არ ჰგავს. მასში ბევრი მაკრომოლეკულური ნახშირბადის ოგრანული ნაერთები აღმოვაჩინეთ, სხვა საინტერესო და უნიკალური თვისებებიც“ – ამბობს ენდრიუ სთილი, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.