ფრანგმა ასტრონომებმა ანდრომედას გარშემო გალაქტიკური დისკო კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპით აღმოაჩინეს, ხოლო ამ დისკოში კი ჯუჯა გალაქტიკების დიდი რაოდენობა.
ახლაც საეჭვოდ რჩება, შეუძლია თუ არა მოქმედ მოდელს გალაქტიკების ფორმირების შესახებ ახსნას ამ ვრცელი დისკოს არსებობა, რომელიც ანდრომედას გარშემო მდებარე ცნობილი 27 ჯუჯა გალაქტიკიდან უმრავლესობას მალავს.
ჯუჯა თანამგზავრები მატერიის ნარჩენებია, რომელთაგანაც შემდეგ დიდი გალაქტიკები ფორმირდებიან. ასტრონომთა აზრით, მსგავსი გალაქტიკური დისკო ჩვენს გალაქტიკაშიც შეიძლება არსებობდეს.
”ჩვენ ვეძებთ გაჩნის მიზეზებს ანდრომედას გარშემო ამ უცნაური ვრცელი გალაქტიკური დისკოსი, რომელშიც უამრავი ჯუჯა გალაქტიკაა თავმოყრილი” – ამბობს ნიკოლას მარტინი სტრასბურგის ობსერვატორიიდან საფრანგეთში.
”ამ მბრუნავი დისკოს არსებობა ჯუჯა გალაქტიკებით დიდი სპირალური ანდრომედასა და ჯუჯებს შორის არსებულ ძლიერ კავშირზე მეტყველებს” – დასძენს მარტინი.
ანდრომედამდე მანძილი 2,52 მილიონი სინათლის წელია. ხსენებული ჯუჯა გალაქტიკების მასები 10-დან 100 მილიონ მზის მასას უტოლდება. მაშინ როცა ანდრომედასა და ირმის ნახტომის(შეჯახების ზუსტი თარიღი) მსგავსი გალაქტიკების მთლიანი მასა 1 ტრილიონ მზისას უტოლდება.