ასეთი გალაქტიკები მეცნიერებს ვარსკვლავებისა და გალაქტიკების, სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე, ფორმირების მექანიზმის უკეთ გაგებაში ეხმარებიან.
მკვლევარები თვლიან, რომ ჩვენი სამყაროს ხილულ ნაწილში გალაქტიკების გაცილებით მცირე რაოდენობაა, ვიდრე მის ტელესკოპებისთვის მიუწვდომელ ნაწილში. ამ უხილავ ნაწილში, მეცნიერთა აზრით, 7 ტრილიონამდე ჯუჯა გალქტიკა შეიძლება იყოს(სამყაროს ჰორიზონტი).
ხილულ ნაწილში კი 10 მილიონი სუპერსტრუქტურა, 25 მილირდი გალაქტიკური ჯგუფები, 350 მილიარდი დიდი გალაქტიკა, 7 ტრილიონი ჯუჯა, 30 მილიარდი ტრილიონი ვარსკვლავი უნდა იყოს.
ასტრონომები ხვდებიან, რომ ისინი, შესაძლებელია, სწორედ ვერ აფასებენ გალქტიკების რაოდენობას, სამყაროს ზოგიერთ ნაწილში 90 პროცენტამდეც კი. ამის შესახებ ჟენევის ობსერვატორიის ასტრონომი მეთიუ ჰეისი ლაპარაკობს, რომელმაც ეს კვლევა მსოფლიოს ყველაზე უფრო ძლიერი, ოთხი 8,2 მეტრიანი სარკეებით აღჭურვილი, ოპტიკური ტელესკოპის VLT-ს საშუალებით ჩაატარა(დიდი ტელესკოპების ერა).
ძალიან შორეული და უძველესი გალაქტიკების სინათლე დედამიწას ვერ აღწევს, ის ვარსკვლავთშორისი გაზებითა და მტვრითაა ბლოკირებული, ამის გამო ისინი სიაში ვერ ხვდებიან.
”ასტრონომებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ მათ ბევრი გალაქტიკა გამორჩათ. გამორჩენილი გალაქტიკების რაოდენობა კი ძალიან დიდია” – დასძენს მეთიუ ჰეისი.