საკმაოდ მოქნილი, თეთრი და მწვანე ფერები, შეიქმნა იმისთვის რათა ასტრონავტებმა კომფორტულად შეძლონ მანევრირება და გადაადგილება კოსმოსურ სივრცეში ან პლანეტის უხეშ ზედაპირზე. ასევე ის საკმაოდ მოდური და თანამედროვეა. ამ ფორმის გამოყენება უკვე შესაძლებელია და ძველისგან განსხვავებით მრავალფუნქციონალურია.
ინჟინერები გასაკუთრებული სიფრთხილით ქმნიდნენ ამ ახალ ფორმას, რადგანაც კოსმონავტები კოსმოსურ სადგურზე მუშაობის დროს ხშირად აწყდებიან სხვადასხვაგვარ პრობლემას, ექმნებათ დაბრკოლებები მოძრაობისას ხოლო ამ ფორმის შიგნით დამონტაჟებული ხელსაწყოს საშუალებით ისინი პირდაპირ დაუკავშირდებიან სადგურის შესასვლელს და უფრო სწრაფად შეძლებენ გადაადგილებას.
ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ კოსტიუმის გამოყენებისას უფრო მცირე იქნება დაზიანებები მხრებზე და სხვა ნაწილებზე, განაცხადა კოსტიუმის დიზაინერმა ემი როზმა. ნასა გამუდმებით მუშაობს ახალ პროექტებზე და ეს იქნება ნამდვილად ეფექტური ფორმა კოსმონავტებისათვის, რომელიც სწრაფად მიაწოდებს ჟანგბადს კოსმონავტს და კოსმოში სამუშაოების პერიოდს გაუხანგძლივებს.
მიუხედავად ამ ფორმის დიდი მოწონებისა და მისი მრავალმხრივი ფუნქციებისა, ახალი კოსტიუმი 72 კგ. იწონის, ხოლო ძველი, რომელსაც ამჟმად იყენებენ კოსმონავტები სულ რაღაც 45 კგ. თუმცა ეს სულაც არ აშინებს ნასას, ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და მალე შემოგვთავაზებენ ისეთ კოსმოსურ ფორმას, რომლის მეშვეობითაც მარსზე გაგზავნილ ასტრონავტებს რადიაციისგან დაიცავენ. ნასა აცხადებს, რომ არც ამ ახალ ფორმას დატოვებს გამოუცდელს და მალე გაუშვებენ კოსმოსურ სივრცეში გამოსაცდელად.
ავტორი: თეო ჯაფარიძე(ავტორის სხვა პოსტები).