როგროც ჩანს, ორმაგ ვარსკვლავთა უმრავლესობა, დიდ დისტანციებზე მყოფი მნათოებები, სინამდვილეში სამმაგები არიან, ან ოდესღაც ასეთები იყვნენ(Space.Com). ორი ვარსკვლავის სისტემა, დაკავშირებული გრავიტაციით, ჩვენს გალაქტიკაშიც და საერთოდ სამყაროში საკმაოდაა გავრცელებული. ითლება, რომ ეს წყვილები ერთი გაზურმტვორვანი ღრუბლიდან არიან გაჩენილი და ევოლუციის ბოლოსაც ერთად იღუპებიან. თუმცა ზოგიერთი ორმაგი ვარსკვლავი ერთმანეთისაგან მილიარდობით კილომეტრითა და ასეულობით ასტრონომული ერთეულებით არიან დაშორებულნი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთად დაბადებაზე აქ ლაპარაკიც კი ზედმეტია. მაშინ როგორ გაჩნდნენ ისინი?
არსებული შეფასებებით, ასეთ ფართო ორმაგ სისტემებს ვარსკვლავთა 10% მიეკუთვნება. მათზე ყურაღებით დაკვირვებით, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ზოგიერთიდან ერთ-ერთი ვარსკვლავი, სინამდვილეში, მჭიდრო ორმაგ სისტემას წარმოადგენს. ახლახანს ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთ შემთხვევაშ საქმე შიეძლება სამმაგ სისტემასთან გვქონდეს.
როგორც ჩანს, ერთი გაზურმტვროვანი ღრუბლიდან შეიძლება სამი ვარსკვლავი ჩამოყალიბდეს, რომლებიც გრავიტაციულად დაკავშირებულნი არიან. შემდეგგ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ადამიანების შემთხვევაში: თავიდან ყველანი კარგი მეზობლები არიან, მომავალში კი მესამე მონაწილე მათ ნელნელა შორდება და სულ უფრო შორეულ ორბიტაზე გადადის. აქ ის ასეულ აათსობით და მილიონობით წელი შეიძლება დარჩეს, ხოლო შემდეგ თანამოძმეებს საბოლოოდ შორდება. მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მდგომარეობა სტაბილიზირდება და მილიარდობით წლები ნარჩუნდება.
მესამე ვარსკვლავის გამოყოფა დარჩენილი ორის მჭიდროდ მიახლოებას იწვევს. ხოლო თუ ეს მაშინ მოხდა, როცა მნათობები ჯერ კიდევ გაზურმტვროვან ღრუბელში არიან, ორი ახლოს მყოფი ვარსკვლავი ღრუბელში მუხრუჭდებიან და საბოლოოდ ერთმანეთს ერწყმიან, ასეთნაირად ძალიან გაწელილი ორმაგი სისტემა ყალიბდება. მათემატიკური მოდელირების 180 ათსი სეანსის ჩატარების მერე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფართო ორმაგი სისტემები შემთხვევთა სწორედ 10%-ში ფორმირდებიან.
აღსანიშნავია, რომ თუ დარჩენილ ორმაგ სისტემაში რომელიმე ვარსკვლავს პლანეტა გააჩნია, მასზე ერთბაშად ორი მზის შთამბეჭდავი ამოსვლის დანახვა იქნება შესაძლებელი, ხოლო მესამე გამოჩნდება, როგორც ჩვეულებრივი ვარსკვლავი, ზოგიერთ შემთხვევაში ძნელად დასანახავი ტელესკოპის გარეშე. და პირიქით, მესამე შორეული ვარსკვლავის პლანეტის მცხოვრებნი(რომ არსებობდნენ რა თქმა უნდა) არც კი იფიქრებდნენ, რომ მათი ვარსკვლავი იმ შორეულ ორთანაა დაკავშირებული(გაქცეული ვარსკვლავი).