აღმოჩნდა, რომ სამი ათეული წლის მერე სუპერელვარე ვარსკვლავის HR 8752 ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 გრადუსით გაიზარდა. დროის ამ პერიოდში, ვარსკვლავი გადიოდა სტადიას, რომელსაც ”ყვითელ ევოლუციურ სიცარიელეს” უწოდებენ.
ასტრონომებმა ევროპის ექვსი ქვეყნიდან, ბელგიის სამეფო ობსერვატორიის ჩათვლით, შეისწავლეს ვარსკვლავი – ჰიპერგიგანტი HR 8752, მაშინ, როცა ის ”ყვითელ ევოლუციურ სიცარიელეს” გადიოდა. ”სიცარიელე” ყველაზე მასიური ვარსკვლავების სიცოცხლეში, პატარა მონაკვეთია, როცა ისინი ძალიან არასტაბილურები ხდებიან, მათი ტემპერატურა და ელვარება ძალიან სწრაფად იცვლება(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა).
მკვლევარათა გასაკვირად HR 8752-ის ტემპერატურა 5000-დან 8000 გრადუსამდე გაიზარდა და ამას 30 წელიწადზე ცოტა დრო დასჭირდა.
ჰიპერგიგანტებს მილიონობითჯერ მეტი ნათობა აქვთ, ვიდრე მზეს, მათი დიამეტრები ასეულობითჯერ აჭარბებენ მზისას. HR 8752-ის ელვარება მზისაზე ნახევარ მილიონჯერ მეტია. ამ ვარსკვლავის დანახვა ჩვეულებრივი ბინოკლით კასიოპეას თანავარსკვლავედშია შესაძლებელი. ჩვენს გალაქტიკაში 12 ჰიპერგიგანტია ცნობილი.
აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია ასეთი ექსტრემალური ვარსკვლავების არსებობის ასახსნელად. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ირმის ნახტომში ასეთი თვისებების მქონე სხვა ჰიპერგიგანტებიც არსებობენ(ყველაზე დიდები; ცაზე ორი მზე იქნება?!; RMC 136a).