ღამის დედამიწა რეკორდული მგრძნობელობის კამერით გადაიღეს

 თანამგზავრი Suomi NPP(National Polar-orbiting Partnership) ორბიტაზე დაახლოებით ერთი წლის წინ გაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში აპარატმა დედამიწის გარშემო 5000 ბრუნის გაკეთება მოასწრო. Suomi NPP-ს ინფრაწითელი დიაპაზონის კამერა VIIRS-ი ობიექტების ღამის განათების პირობებში გადსაღებადაა შექმნილი, ის ძალიან მაღალი მგრძნობელობის სენსორით(DNB) არის აღჭურვილი.

 თანამგზავრის გაშვების ერთ-ერთი მიზანი საღამოს საათებში ღრუბლების მოძრაობზე დაკვირვებაა, რაც უმნიშვნელოვანესია ამინდის პროგნოზირების დროს. თუმცა, მეტეოროლოგიური დაკვირვებების გარდა, ღამის დედამიწის სურათები სხვა კვლევებისთვისაც გამოდგება. მაგალითად, მასზე კარგად ჩანდა ქარიშხალ სენდის დროს ელექტროენერგიის გათიშვის რეგიონები ა.შ.შ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე და ახლო აღმოსავლეთის გაზის საბადოების ცეცხლწაკიდებული ჩირაღდნები. თანამგზავრით მიღებული მონაცემები ენერგიის მოხმარებისა და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დამოუკიდებელი შეფასებისთვისაც გამოდგება, ასევე ხანძრის ზონებისა და უკანონო თევზჭერის ზონების გამოსავლენად.

 ღამის დედამიწაზე დაკვირვება უკვე 40 წელია მიმდინარეობს – 1973 წელს პროგრამა DMSP-ის პირველი თანამგზავრების გშვების მომენტიდან. მისიას ამერიკის თავდაცვის სამინისტრო კურირებდა, მის მთავარ ამოცანდ მეტეოდაკვირვებებს ასახელებდნენ. ძველი თანამგზავრების მოწყობილობასთან შედარებით, Suomi NPP-ს კამერა გაცილებით მაღალი მგრძნობელობითა და გარჩევის შესაძლებლობით გამოირჩევა.  მას ოკენეში მყოფი მარტოხელა გემის სინათლე და ატმოსფეროს ზედა ფენების ნათების დანახვაც კი შუძლია.

http://www.youtube.com/watch?v=Q3YYwIsMHzw

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.