აღმოაჩინეს თუ არა ატლანტიდა?

  ბოლო ვერსიით ის ესპანეთის სანაპიროზე აღმოაჩინეს, თანამგზავრიდან გადაღებული სურათების საშუალებით. იქ სადაც მიუთითებდა პლატონი აგრეთვე ნახეს ვულკანური წარმოშობის კუნძული წყალ ქვეშ, ანუ გიბრალტარის სრუტედან დასავლეთით,320 კიმ-ის მანძილზე. ქალაქი 10 000 წლის წინათ ჩაიძირა. 1960 წელს ნანგრევებს შორის მყვინთავებმა აღმოაჩინეს ასეულობით სპილოს ჩონჩხი, რაც ზუსტად ემთხვევა პლატონის მტკიცებას, რომ ატლანტიდაზე ძალიან ბევრი სპილო იყო. 2000 წელს იაპონიის მახლობლად იპოვეს წყალქვეშა ქალაქი, ფსკერზე 500 კილომეტრის რადიუსით ძალიან ბევრი ქალაქის ნაშთია შემორჩენილი. კუნძულ ოკინავას ნაპირებთანაც მყვინთავებმა აღმოაჩინეს ნაქალაქარი. გრძელი ქუჩები, ბულვარები, გრანდიოზული კიბეები, თაღები, ერთმანეთთან უზუსტესად მისმული გიგანტური ბლოკებისაგან შემდგარი ნაგებობები. იმავე წლის სექტემბერში ოკინავას სამხრეთით პირამიდს მაგვარი შენობა იპოვეს 50 მეტრის სიღრმეზე.როგორც ჩანს ის ცერემონიათა დარბაზის ცენტრი იყო.

null 2001 წლის ზაფხულში კუბის დასავლეთ სანაპიროსთან 600 მეტრ სიღრმეზე კიდევ ერთი ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც გიგანტური ქვების, მეგალითებისაგან იყო აშენებული. უფრო დაწვრილებით დათვალიერების მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო პლატო პირამიდის ფორმის სიმეტრიული ქვის ნაგებობებით.აგრეთვე კუთხეებიანი ქუჩებითა და სახლებით. ქალაქი დაახლოებით 6000 წლისაა,  წყალში ჩაძირვა მიწისძვრებმა და ვულკანურმა აქტიურობამ გამოიწვია.

ატლანტიდა ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, ასე რომ ყველას შეუძლია წვლილი შეიტანოს მისი აღმოჩენის საქმეში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.