სამი მეტორიტის ამასწინდელმა ანალიზმა მათში სტრუქტურები გამოავლინა, რომლებიც ფორმითა და შემადგენლობით მიკროორგანიზმების გაქვავებულ ნარჩენებს ჰგვანან.
მკვლევარები თვლიან, რომ ეს, მიწიერი ბაქტერიებით დანაგვიანების კვალი ნამდვილად არ არის. თუმცა აღმოჩენის ავტორებს მაშინვე გამოუჩნდნენ ოპონენტები. უცნაური წარმონაქმნების წარმომავლობაზე ახლაც კამათი მიმდინარეობს.
2011 წლის მარტში ასტრობიოლოგმა რიჩარდ ჰოვერმა, მარშალის კოსმოსური ცენტრიდან, გამოაქვეყნა სტატია ჟურნალ Journal of Cosmology-ში. სტატიაში მან მოიყვანა ჩატარებული ანალიზის დეტალური მონაცემები, რომლებიც მეტეორებიდან Aais, Ivuna და Orgueil(სამივე ნახშირბადული ხონდრიტები არიან(არამეტალური მეტეორიტრბი))-იდან აიღო. დასკვნა საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა – მეტორიტებში უცხოპლანეტელი მიკრობების გაქვავებული ნარჩენებია.
ეს ჩახვეული ძაფი ჰეტეროციტული გამსხვილებით ბოლოში ძალიან გავს ბაქტერია Cylindrospermopsi-ს, თუმცა ის ნანახი იქნა კოსმოსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტში(რიჩარდ ჰოვერის ფოტო).
ბაქტერიის მგვარი სტრუქტურა მეტეორიტ Orgueil-ში. 1 – ნახევრად დაშლილი ნახშირბადით მდიდარი სტრუქტურა(რიჩარდ ჰოვერის ფოტო)..
ჰიპოთეტური მიკრობების გარსების გაქვავებული ნარჩენები მეტეორიტ Orgueil-დან, გადიდებული ათასჯერ. მეცნიერების აზრით აქ არამარტო ერთეული ბაქტერიების, არამედ მათი გროვების ნაშთებია. ყველაფერთან ერთად ამ მეტეორიტების ასაკი დედმიწისაზე მეტია. ციფრებით მეცნიერებმა აღნიშნეს შემადგენელი ნივთიერებების ადგილები – აზოტი,მაგნიუმი,რკინა,გოგირდი, ნახშირბადი და სხვა. ეს პარამეტრები შეადარეს მეტეორიტის დანარჩენი მინერალების შემადგენლობას(რიჩარდ ჰოვერის ფოტო).
„ეჭვმიტანილები“ 9,10 და 11 გადიდებული 1,5 და 6 ათასჯერ. არა მარტო ფორმების, ნახშრბადის, გოგირდის და აზოტის დამახასიათებელმა განაწილებამ ჰოვერი ნარჩენების ბიოლოგიურ წარმომავლობში დაარწმუნა(რიჩარდ ჰოვერის ფოტო).
ზემოთ: გაქვავებული ნარჩენი მეტეორიტ Ivuna-დან, ქვემოთ შედარებისთვის ბაქტერია Titanospirillum velox.
S – გოგირდოვანი გლობულები(რიჩარდ ჰოვერის ფოტო).
კიდევ ერთი შედარება. სტრუქტურა ციური სხეულიდან(ზემოთ) და ციანობაქტერია(წვემოთ)(რიჩარდ ჰოვერის ფოტოები).
პატრიკ გორდონი ვილიანოვას უნივერსიტეტიდან აცხადებს, ჰოვერი კი დარწმუნებულია იმაში, რომ მეტეორიტები მიწიერი ბაქტერიებით არ დაბინძურებულან, მაინც რჩება მათი იქ მოხვედრის ერთი გზა. მიკრობები შეიძლება ნამდვილად მეტეორიტში იყვნე მიწაზე დაცემამდე, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მილიონობით წლის წინ ეს ნამსხვრევები კოსმოსში ასტეროიდის ჩამოვარდნის მერე გაიფანტნენ და თან წაიყოლეს მაშინდელი ბაქტერიებიც.
ჰიპოთეტური ბაქტერიები უფრო ადრე აღმოჩენილ მეტეორიტში მორჩისონიდან და მათი მიწიერი ანალოგები(მარჯვნივ)(ფოტოები Chandra Wickramasinghe, Hans D. Pflug).
სპეციალისტთა კომენტარებიდან შეიძლება სამწუხარო დასკვნა გამოვიტანოთ. ჰოვერის ნამუშევარი საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა სტრუქტურების ნამდვილად ბიოლოგიური წარმომავლობის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებსაც ყველა დაეთანხმებოდა არ არსებობს.