ასტრონომებმა ორბიტალური ტელესკოპი ”ჰაბლის” სპეციალური სპექტროსკოპი COS-ი გამოიყენეს, რათა ულტრაიისფერი ”ხელმოწერა” დაეფიქისრებინათ. მან გამოავლინა თავისებურებები, რომლებიც უფრო ნახშირწყლებისა და ნიტრილებისთვისაა დამახასიათებელი.
დიდი ორგანული მოლეკულების აღმოჩენა მნიშვნელოვანია, ის შორეულ პლანეტებზე მოქმედ პროცესებზე დამატებით ინფორმაციას იძლევა. კვლევის ავტორების აზრით, ხსენებული ნაერთები მზიური და კოსმოსური სხივების პლუტონის ყინულზე, ასევე აზოტზე, მეთანზე და ნახშირბადის მონოოქსიდეზე ზემოქმედებით ჩნდებიან.
პლანეტოლოგი ალან სტერნი, მისია ”ახალი ჰორიზონტების” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამბობს: ”ეს საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან რთული ნახშირწყლები და სხვა მოლეკულები, როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, პლუტონს მოყვითალო-წითელ ელფერს სძენენ”.
აპარატი ”ახალი ჰორიზონტები” პლუტონთან 2015 წლის ივლისში მიაღწევს(JHUAPL/SwRI).
ასტრონომებმა პლუტონის სპექტრი ”ჰაბლის” მიერ 1990 წელს მიღებულ სპექტრს შეადარეს და მასში მნიშვნეოვანი ცვლილებები აღმოაჩინეს. ეს ობიექტივში პლანეტის განხსვავებული რეგიონების მოხვედრით და სეზონური ცვლილებებით შეიძლება აიხსნას. ამ უკანასკნელმა, როგორც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გაირკვა, პლუტონის ატმოსფეროს მკვეთრი გაფართოება გამოიწვია.
პლუტონზე მსგავსი ცვლილებები წლების განმავლობაში მიმდინარეობს და მათ კვლევას ჯუჯა პლანეტისკენ გაშვებული, უკვე ურანის ორბიტის იქეთ მყოფი, ამერიკული საპლანეტათშორისო სადგური ”ახალი ჰორიზონტები” შეძლებს.
ზონდის მდებარეობა 2011 წლის 23 დეკემბრისთვის(მწვანე წერტილი)( JHUAPL/SwRI).
ახალი კვლევის დეტალები Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ”ჰაბლმა” თავისებური მიღწევა იზეიმა – ორბიტაზე მუშაობის 21 წლის განმავლობაში მის მიერ დაგროვილი ინფორმაცია მეათიათსე რეცენზირებული სტატიისთვის იქნა გამოყენებული.