იაპონელებმა ზე-იუპიტერის ფოტო გადაიღეს

 ასტრონომებმა, ანდრომედას მიმართულებით ახლახანს აღმოჩენილი პლანეტის ფოტო კიდევ ერთხელ გადაიღეს.

ეს უცნაური გაზური გიგანტი იაპონიის ნაციონალური ობსერვატორიიდან ელვარე ვარსკვლავ Kappa Andromedae-სთან აღმოაჩინეს. ის ცის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედ ანდრომედაში მდებარეობს. მას Kappa Andromedae b ან მოკლედ k And b შეარქვეს. პლანეტა ”ზე-იუპიტერების” კლასს მიეკუთვნება, რადგან ბევრი საერთო აქვს ჩვენი მზის სისტემის პლანეტასთან(იუპიტერი), თუმცა 13-ჯერ დიდია მასზე.

 სუბარუს მიერ ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული გიგანტი თავისი ვარსკვლავის მარცხნივ მდებარე მსხვილი წერტილის სახით ჩანს, თუმცა მეცნიერები ამას არ დასჯერდნენ და პლანეტის დეტალური გამოკვლევა გადაწყვიტეს.

 ამჯერად ზეიუპიტერისა და მისი მშობლიური ვარსკვლავის ორი უნიკლაური გამოსახულების მიღება მოხერხდა, ინფრაწითელი დიაპაზონის შუა ნაწილში. ასტრონომებმა მისი გაზურ-მტვროვანი დისკოც შეამჩნიეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ k And b ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალგაზრდა პლანეტაა(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.