აქამდე ითვლებოდა, რომ ელექტრონის მოძრაობის, რომელსაც ისეთი პატარა მასა და ზომა აქვს, რომ მასზე სინათლის სხივიც კი არ აირეკლება(თუ სხეულის ზომა გამოსხივებული ტალღის სიგრძეზე დიდია, მაშინ ტალღა ამ სხეულიდან აირეკლება, თუ პატარაა, ტალღა მას გარშემო შემოუვლის და აგრძელებს გზას), დანახვა შეუძლებელია. თუმცა ჰამფრი მერისმა და ვეი გომ, ბროუნის ფიზიკის ინსტიტუტიდან, ჩაატარეს არც თუ ისე რთული ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ ამაში არაფერი ფანტასტიური არაა.
როცა ელექტრონები თხევად ჰელიუმში მოძრაობენ, რომელიც იმყოფება გარკვეულ პირობებში ზედაბალ ტემპერატურებზე, მათ გარშემო ფორმირდებიან ბუშტულები. ამ დროს ელექრონი თავისი ენერგიით ჰელიუმის ატომებს აქეთ-იქეთ სწევს, რის გამოც წარმოიქმნება მიკროსკოპული სფერო.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ ამ ფაქტით და დაეფიქსირებინათ ელექრონის მოძრაობა, რომელიც ასეთნაირად ამჟღავნებს თავს.
რადგან ბუშტულას ზომა ძალიან მცირეა – სულ 4 ნანომეტრი, მისი დანახვა შეუძებელია. ამიტომ გადაწყდა სითხეზე დამატებით ემოქმედათ ბგერის სიხშირის ტალღებით, რომლის ხარჯზეც უნდა მოხდეს სფეროების დამატებითი გაფართოება.
სურათი რომ უფრო თვალსაჩინო და რეგისტირებადი გამხდარიყო, ექსპერიმენტატორებმა გამოიყენეს სუსტი სტრობოსკოპული(ციმციმი) განათება. ამის მერე მკვლევარებმა აიღეს ჩვეულებრივი ვიდეოკამერა, რომელიც გამოსახულებას უმცირესი განათების დროსაც კი იძლევა(super night mode), ამ დროს კამერას შეუძლია დააფიქსიროს შუქის პორციები, რომლებიც მხოლოდ 2000 ფოტონისგან შედგებიან.
მიღებულ ჩანაწერში კარგად ჩანს ელექტრონების მოძრაობა, უფრო სწორედ მათი შემომსაზღვრელი ბუშტულების მოძრაობა. ელექტრონების ნაწილი მოძრაობდა სწორი ტრაექტორიებით, ნაწილი კი შესმჩნევად გადაიხრებოდა კურსიდან, რაც სითხის მორევისმაგვარი მოძრაობით იყო გამოწვეული.