თუ მხედველობაში, საჭირო მასებისა და ზომების ასტეროიდულ სარტყლებს მივიღებთ, მაშინ პლანეტათა სისტემების ასრებობა, რომლებსაც სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლიათ, სამყაროში საკმაოდ იშვიათ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ახალი კვლევის მიხედვით, პლანეტაზე სიცოცხლის ჩასახვისა და განვითარებისთვის, სისტემის ასტეროიდული სარტყელის სიგანე და მისი მდებარეობა უმნიშვნელოვანსეს როლს თამაშობს.
ითვლება, რომ ასტეროიდები სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, მათთან შეჯახებამ მასიური გადაშენება შეიძლება გამოიწვიოს. ასტრონომი რებეკა მარტინი, კოლორადოს უნივერსიტეტიდან და მარიო ლივიო, ბალტიმორის ტელესკოპის მეცნიერთანამშრომელი ვარაუდობენ, რომ ასტროიდების პლანეტებზე შეჯახებები სიცოცხლის ჩასახვას და მათი რთული ფორმების განვითარებას უწყობენ ხელს(1;2;3;4).
მეცნიერებმა თეორიული მოდელები გააანალიზეს, დაკვირვებათა არქივები, ”სპიცერიდან” მიღებული მონაცემების ჩათვლით.
”კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენთვის ცნობილ პლანეტათა(ეკზოპლანეტები) სისტემების მხოლოდ მცირე რაოდენობას გააჩნია ”სწორ” ადგილებზე მდებარე პლანეტა გიგანტები, საჭირო ზომების ასტეროიდული სარტყლების ფორმირებისთვის, რომელიც ერთ-ერთ პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს”.
რებეკა მარტინი და მარიო ლივიო თვლიან, რომ ასტეროიდული სარტყელის იუპიტრის მიმართ მდებარეობა შემთხვევითი არაა. მზის სისტემაში ასტეროიდული სარტყელი მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, ე.წ. ”თოვლის ხაზთან” ახლოს, ცივი რეგიონის საზღვართან, რომლის იქეთაც შეიძლება არსებობდეს გაყინული წყალი, რადგან მზის ზემოქმედება აქ სუსტია. იუპიტერი ზუსტად ”თოვლის ხაზს” იქეთ ჩამოყალიბდა, მისმა მიზიდულობამ ორბიტის ფარგლებთან ახლოს ახალი პლანეტის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა. ამის მაგივრად იუპიტერის ზემოქმედებით ”მასალა” ნაწილებად იშლებოდა. პოტენციური პლანეტის სწორედ ამ ნამსხვრევებით მოხდა ასტეროიდული სარტყელის ფორმირება.
მარიო ლივიო:”იდელაური პირობებისთვის იუპიტერის მაგვარი პლანეტა გიგანტია საჭირო, აუცილებლად ასეროიდული სარტყელის იქეთ, რომელიც მცირე ”მიგრირებას” განიცდიდა, ასტეროიდულ სარტყელში გაუვლელად. თუ იუპიტერი სარტყელში გაივლიდა, დაშლიდა მას, ხოლო თუ არ დატოვებდა ორბიტას, მაშინ ასტროიდული სარტყელი ზედმეტად მასიური იქნებოდა. ბოლო შემთხვევაში ასტეროიდული ბომბარდირების უზარმაზარი რიცხვის გამო სიცოცხლე საერთოდ ვერ გაჩნდებოდა”.