პოლარული ნათება დამახასიათებელია მაგნიტოსფეროს მქონე პლანეტებისთვის. ეს ნათება ჩნდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, მასზე დამუხტული ნაწილაკების შეჯახებების დროს. კვლევის ჩარჩოებში, ასტროფიზიკოსებმა შეძლეს გამოეთვალათ თანამგზავრების ზემოქმედება პოლარულ ნათებაზე, პლანეტისა და ვარსკვლავის ბრუნვის სიჩქარეები, დაშორება მნთობამდე და ვარსკვლავის ელვარება ულტრაიისფერ დიაპაზონში.
თეორიული გამოთვლით, ხშირ შემთხვევაში, ეგზოპლანეტები, რომლებიც კაშკაშა ვარსკვლავების გარშემო ბრუნავს, საკმაოდ ძლიერ რადიოსიგნალს უშვებს, რომელთა დაფიქსირება 150 სინათლის წლის მანძილზეა შესაძლებელი. რეგისტარაცია მოხდება რადიოტელესკოპებით, როგორიცაა, მაგალითად, ევროპული LOFAR-ი. ამავე დროს, ეგზოპლანეტები შეიძლება დიდი მანძილებით იყოს დაშორებული თავიანთი ვარსკვლავიდან, მანძილით, როგორიცაა მზესა და პლუტონს შორის.
დღევანდელი დღისთვის, ძებნის ყველაზე პოპულარული მეთოდია ე.წ. ტრანზიტული მეთოდი – პლანეტა, მოძრაობს რა ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის, ცოტათი აბნელებს მნათობს, რაც მისი სიკაშკაშის პერიოდულ ცვლილებას იწვევს. ასეთნაირად შესაძლებელია მხოლოდ ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მდებარე პლანეტების დაფიქსირება. ახალი მეთოდი კი საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ მნათობიდან შორს მდებარე პლანეტაებიც.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის იანვარში, ასტრონომებმა ყველაზე პატარა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ობიექტის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის 1,4-ს შეადგენდა. აღმოჩენა მოხერხდა ორბიტული ტელესკოპის – „კეპლერის“ საშუალებით, პალანეტას Kepler-10b დაარქვეს.