მერკურის დიდი მონსტრი თუ უბრალოდ კრატერი?

 რა უნდა იყოს ეს? ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი კრატერია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ამერიკაში ყველაზე მაღალ რეიტინგული მულტსერიალის „სეზამის ქუჩის“ ერთ-ერთ გმირი ამოვიცნობთ. ნამდვილად სასაცილო დამთხვევაა.

 რაც შეეხება კრატერს, ეს დიდი ხნის წინათ ასტეროიდის მერკურის ზედაპირზე დაცემის შედეგად წარმოქმნილი გიგანტური წრეა. დიდი კრატერის თავზე ორი პატარა კრატერია, რომლებიც თვალებს მოგვაგონებენ, მით უმეტეს ჩრდილების ასეთი კუთხით დაცემისას. გამოსახულება ძალიან ჰგავს ზემოთ ხსენებული მულტესიალის გმირს – ნამცხვრების მონსტრს, რომელსაც ტკბილეული ძალიან უყვარს და ბავშვების საყვარელი პერსონაჟია.

 მეცნიერები მერკურის კვლევას აგრძელებენ(მესენჯერი) და ასეთი საინტერესო ფორმის კრატერები კიდევ შეიძება აღმოაჩინონ. შემდეგი ფოტო კი ალბათ  სიმფსონების ოჯახიდან იქნებაJ.


ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.