ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამერიკის ჩრდილოეთში 13 000 წლის წინათ ჩამოვარდნილი ასტეროიდის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ამ მოვლენას ამერიკის მეგაფაუნისა და ინდიელების კულტურა კლოვისის გაქრობას უკავშირებენ(Proceedings of the National Academy of Sciences).
მაგნიტურ მიკროსფეროებს უწოდებენ მეტალის ბურთულებს, რომლებიც მეტალების გადნობითა და მათი შემდგომი სწრაფი გაცივებით წარმოიქმნებიან. ისინი ხშირად, იმპაქტიტებთან – მთის ქანები, ერთად ასეთი მოვლენების მტკიცებულებებად მიიჩნევიან.
კვლევის ავტორებმა სტრუქტურული ანალიზი ჩაატარეს მიკროსფეროებისა, რომლებიც 13 000 წლის წინანდელ დანალექ ქანებშია შემორჩენილი. მკვლევარებმა ე.წ. იონების ფოკუსირებული კონის საშუალებით მიკროსფეროები გაჭრეს და მათი შიგა სტრუქტურა შეისწავლეს, ხოლო გამოსახულების მისაღებად მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი გამოიყენეს. გარდა ამისა, ჩატარდა ნაწილაკების რენტგენო-სტრუქტურული ანალიზიც.
მიკროსფეროების სტრუქტურა იმაზე მეტყველებს, რომ მათი წარმოქმნის დროს მეტალი ძალიან სწრაფად გაცივდა. ქიმიური შემადგენლობით ისინი დედამიწის ქერქის იდენტურები არიან – რკინა, ალუმინი, სილიციუმი, ერთი მოკროსფერო კი იშვიათი ელემენტის – ცერიუმის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოირჩევა.
მეცნიერთა თქმით, მიკროსტრუქტურისა და ქიმიური შემადგენლობის ანალიზი იმას მოწმობს, რომ მიკროსფეროები მართალია წარმომავლობით „მიწიერები“ არიან, თუმცა გაჩნდნენ მეტეორის ჩამოვარდნის გამო. მათი ვულკანური ან ანთროპოგენური(ადამიანი) წარმომავლობა კი ნაკლებად სავარაუდოა.
ეს აღმოჩენა წლების განმავლობაში დებატების საგნად იყო ქცეული. 2012 წლის მარტში მეცნიერთა კიდევ ერთმა ჯგუფმა ცენტრალურ მექსიკაში ტბა აღმოაჩინა, ქვანახშირისა და იმპაქტიტების ფენებით ფსკერზე, რომელიც მკვლევართა აზრით, ხსენებული ასტეროიდის ჩამოვარდნის ადგილია.