ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა ზოგიერთი ნახშირბადის შემცველი ნაერთები ერთმანეთს დაბალი ტემპერატურის პირობებში შეურიეს, რის შემდეგაც ისინი ისევე დაასხივეს, როგორც კოსმოსში ვარსკვლავებმა შეიძლება დაასხივონ. აღმოჩნდა, რომ ორგანული კომპონენტები, შთანთქეს რა წყალბადი, რთულ მოლეკულებად ტრანსფორმირდნენ, რომლებსაც ახალი სიცოცხლის ჩასახვას შეუძლიათ მისცენ ბიძგი.
კვლევის წამყვანი ავტორი Murthy Gudipati რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან(Jet Propulsion Laboratory (JPL)) აღნიშნავს:”სიცოცხლის ევოლუციისათვის საჭირო მთავარი ბიძგი შეიძლება კოსმოსის გაყინული სიღრმეებიდან მომდინარეობდეს, ამ ექსპერიმენტით მიღებული შედეგებიდან გამომდინარე”. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ძირითადი კომპონენტები, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის გასაჩენად იყო საჭირო – წყალი და ორგანული კომპონენტები, მზის სისტემის სხვა და სხვა ნაწილში ჩამოყალიბდნენ. შემდეგ ეს ნაწილაკები კომეტებისა და ასტეროიდების საშუალებით დედამიწაზე მოხვდნენ.
Murthy Gudipati და Rui Yang-ი იკვლევდნენ ორგანულ ნივთიერებათა კლასს, რომლებსაც პოლიციკლური არომატული ნახშიწყალბადები ეწოდებათ, რომლებიც არიან როგორც დედამიწაზე, ასევე კომეტებსა და ასტეროიდებზე კოსმოსში(1).
ლაბორატორიაში მეცნიერებმა ”კოსმოსური გარემო” შექმნეს, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შერჩევით -268 გრადუსი ცელსიუსით. ამ პირობებში მათ პოლიციკლური არომატული ნახშიწყალბადები(პ.ა.ნ) მოათავსეს, რის მერეც ულტრაიისფერი(2) სხივების მოქმედების ქვეშ მოაქციეს. მოლეკულებმა, ჩაყლაპეს რა წყალბადის ატომები, უფრო რთული ორგანული ნაერთები წარმოქმნეს, მათ კი, ალბათ, ნუკლეინისა და ამინომჟვების ფორმირება შეუძლიათ, რომლებიც დნმ-სა და ცილების მთავარი კომპონენტები არიან(ხელოვნური სიცოცხლის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი).