სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი

ცოტა ხანს ციდან მიწაზე დავეშვათWink

შეკვეთა საზღვაო ფლოტისგან

 ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტისგან შეკვეთა მიიღო. ფლოტს აწუხებდა კონფლიქტები, ბუნტები და სადიზმის შემთხვეევბი საზღვაო ციხეებში. სამხედროებს ეგონათ, რომ ამას თავისებური ფსიქიკური ორგანიზაციის ადამიანები ჩადიოდნენ, რომლებიც არასწორედ შეარჩიეს ან ციხეში სამუშაოდ თვითონ მოვიდნენ. საჭირო იყო ამ ყველაფრის ფსიქოლოგიური ახსნა.

 გამოიყო ფული, მალე გაზეთებში გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ ”ციხის სიმულაციისათვის” ჭირდებოდათ მოხალისეები. ვადა – ერთიდან ორ კვირამდე, ჯამაგირი – 15 დოლარი დღეში(1971 წელს ეს თანხა ახლანდელი 90 დოლარის ტოლფასი იყო).

 70-დან, გასაუბრებისა და ანკეტირების მერე, 24 მოხალისე შეარჩიეს. ფსიქიკურად ყველაზე გაწონასწორებულები, რომლებიც საშუალო კლასის თეთრ სტუდენტებს ეკუთვნოდნენ. ერთმანეთს ისინი არ იცნობდნენ. შემდეგ მონეტის აგდებით მოხალისეები ორ ნაწილად გაყვეს – მომავალ ”ზედამხედველებად” და მომავალ ”პატიმრებად”. ”პატიმრებს” უთხრეს, რომ ისინი დღეში 15 დოლარს მიიღებდნენ, რომ მათ გარანტირებული ჰქონდათ საკვები და სამედიცინო დახმარება, ოღონდ ზოგიერთი უფლება, მაგალითად, პირადი ცხოვრება, იქნებოდა შეზღუდული. იმის შესახებ, თუ რა უნდა მომხდარიყო და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ექსპერიმენტის დროს მათთვის არავის უთქვამს. ამის მერე დათქმულ დღემდე ყველა სახლში გაუშვეს.

 ექსპერიმენტის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე ”ზედამხედველები” შეარჩიეს, დაურიგეს უნიფორმა, სასტვენები და ხელკეტები – ძალაუფლების სიმბოლოები და სათვალეები – ვიზუალური კონტაქტის გამოსარიცხად. ასე რომ, შეხედულებით ისინი მაქსიმალურად დეპერსონალიზებულები იყვნენ.

”ზედამხედველებს” ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, რომელშიც მათ მხოლოდ ერთი კონკრეტული მოთხოვნა წაუყენეს – არანაირი ფიზიკური ძალადობა. ასევე: გააკეთეთ რაც გინდათ, მთელი ძალაუფლება თქვენს ხელშია(ზომბარდომ ციხის უფროსის როლი მოირგო), ისინი – უფლებების გარეშე.

 1971-ის აგვისტოს

 ”პატიმრებს” ძალიან მკაცრად მოექცნენ. დათქმულ დღეს მათ ნამდვილმა პოლიციამ მიაკითხა. შუცვივდნენ სახლში, დაადანაშაულეს ქურდობაში, გაჩხრიკეს და ხელბორკილებიც დაადეს(ყველაფერი მეზობლების დასანახავად კეთდებოდა), შედმეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ მათ გადაუღეს ფოტოები, დაქტილოსკოპია, შეუხვიეს თვალები და ექსპერიმენტულ ”ციხეში” მიიყვანეს. პოლიციელები არც ქცევით და არც რაიმე ნიშნით არ ანიშნებდნენ მათ, რომ ექსპერიმენტი დაიწყო.

 ”ციხე” უნივერსიტეტის(სტენფორდის) ტერიტორიაზე განალაგეს. სამი პატარა საკანი – 2,5/3,5-ზე მეტრი. ”კარცერი” კიდევ უფრო პატარ იყო. სასეირნო და დასასვენებელი ოთახი, ყველაფერი ვიდეოკონტროლით აღჭურვეს. მოხდა ”პატიმრების” დეპერსონალიზაციაც. ეცვათ უფორმო, ქვედა საცვლების გარეშე, ტანსაცმელი, ნეილონის წინდით თავზე, რაც თმის ფერსა და სიგრძეს მალავდა. სახელების მაგივრად ნიმრებით მიმართავდნენ.

 ბუნებრივია,  ”პატიმრები” მთელ დროს ”ციხეში ატარებდნენ. ”დაცვა” – მხოლოდ რვა საათიანი ცვლით მუშაობდა. თუმცა, მალე ექსპერიმენტი უკონტროლო გახდა. ”დაცვა” ხშირად არასამუშაო დროსაც მოდიოდა, ხოლო ”პატიმართა” ნომრებით სიის გაუთავებელი წაკითხვა, მოგონილი თითქოს იმისათვის, რომ ”ტუსაღები” თავიანთ ნომრებს უფრო ადვილად მიჩვეოდნენ, მუდმივ ეგზეკუციად იქცა.

 ”დაცვამ” სადისტურ გამოვლინებებსაც მოუმატა, გახშირდა ”პატიმართა” აბუჩად აგდებაც. განსაკუთრებით ღამღამობით, როცა ისინი ფიქრობდნენ, რომ ვიდეოკონტროლი გამორთული იყო.

 ექსპერიმენტი ძალიან გაგრძელდა

 აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერიმენტატორებიც ამ საშიშ თამაშში ჩათრეულნი აღმოჩნდნენ. თვითონ ”დირექტორმა” ზიმბარდომ, გაიგო რა, რომ ციხეში გაქცევა მზადდებოდა, ექსპერიმენტის ნამდვილ ციხეში გადატანა მოითხოვა და უარის მიღების მერე ძალიან გამწარდა.

 თავიანთ ხვედრში დარწმუნებულ ”პატიმრებს”, როცა მათ ჰონორარზე უარის თქმა შესთავაზეს, თავისუფლების სანაცვლოდ – უმრავლესობა დათანხმდა. თუმცა, საბოლოოდ მათ ამაზეც უარი უთხრეს.

 როცა ექსპერიმენტი 6 დღის მერე შეწყდა, ოფიციალური ფორმულირებით – ”მონაწილეთა პათოლოგიური რეაქციების გამო” – ”ზედამხედველები” აღშფოთდნენ, ისინი ექსპერიმენტის გაგრძელებას ითხოვდნენ.

 ექსპერიმენტის გაგრძელება რომ აღარ შეიძლებოდა, ზიმბარდოს, სტუდენტმა და საყვარელმა, მომავალში მისმა მეორე ცოლმა ქრისტინა მასლაკმა მიუთითა. ექსპერიმენტზე დამკვირვებელთა ორმოცდაათ კაციან ჯგუფში, კითხვა, ამ ყველაფრის ეთიკურობაზე, მხოლოდ მას გაუჩნდა. ყველა დანარჩნი ექსპერიმენტში ჩათრეული აღმოჩნდა, ისინი თამაშის გაგრძელებაზეც თანახმა იყვნენ.

 ასე რომ, ეს ყველაფერი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის არა მარტო ზოგიერთი ეთიკური ჩარჩოების დაყენებაში დაეხმარათ ფსიქოლოგებს. აღმოჩნდა, რომ ყველა საშინელება ჩვენშივეა ჩადებული – ამისათვის სრულიად საკმარისია ადამიანს ინდივიდუალურობა ჩამოვართვათ და მივანიჭოთ ძალაუფლება.

 საინტერესოა, რომ ოცდაათი წლის მერე ზიმბარდო სპეციალისტთა გუნდში შეიყვანეს, რომლებიც აბუ-გრეიბის ციხის ცნობილ სკანდალს იკვლევდნენ. მაშინ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არ ეჩვენებინა, რომ თითქოს პრობლემა მხოლოდ ერთ ზედამხედველშია, ხოლო სისტემაში ყველაფერი რიგზეა. მოგვიანებით ზიმბარდომ სტენფორდის ექსპერიმენტი და აბუ-გრეიბი ერთ მონოგრაფიაში გააერთიანა ”ლუციფერის ეფექტი: როგორ იქცევიან კარგი ადამიანები ბოროტებად”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.