რეზერფორდის ცდა

 ერნესტ რეზერფორდი (დაიბადა ახალ ზელანდიაში) – უნიკალური მეცნიერია იმით, რომ ძირითადი აღმოჩენები ნობელის პრემიის მიღების მერე გააკეთა. 1911 წელს, მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც მეცნიერებს საშუალება მისცა ატომის გულში ჩაეხდათ და ჰქონოდათ წარმოდგენა მის შინაგან აღნაგობაზე.

 გამოიყენა რა ბუნებრივი რადიოქატიური (1) გამოსხივების წყარო, რეზერფორდმა მიმართული და ფოკუსირებული ნაწილაკების ნაკადის მომცემი მოწყობილობა გააკეთა. ეს იყო ტყვიის პატარა კონტეინერი ვიწრო ჭრილით ერთ მხარეზე, რომლის შიგნითაც რადიოაქტიური ელემენტი იყო მოთავსებული. რადიოაქტიური ელემენტის მიერ გამოსხივებული ნაწილაკები ყველა მიმართულებებით მოძრაობენ და ტყვიის მიერ შთაინთქმება, ალფა ნაწილაკები (შედგება ორი პროტონისგან და ორი ნეიტრონისგან, ანუ ჰელიუმის ბირთვი) კონტეინერიდან გარეთ, მხოლოდ დატოვებული ვიწრო ჭრილიდან ხვდებოდა. შემდეგ, ნაწილეკების კონის გზაზე კიდევ რამდენიმე ტყვიის ვიწრო ჭრილიანი ეკრანი იყო მოთავსებული, რათა მომხდარიყო სწორი მიმართულებიდან გადახრილი ნაწილაკების მოშორება. ამის შედეგად, სამიზნისკენ კარგად ფოკუსირებული ნაწილაკების კონა იყო მიმართული, თვითონ სამიზნეს კი ოქროს უთხელესი ფირფიტა წარმოადგენდა. სწორედ მას ხვდებოდა ალფა-სხივი. ფირფიტის ატომებთან შეჯახების მერე, ნაწილაკები აგრძელებდნენ გზას და ლუმინოფორიან ეკრანზე ხვდებოდნენ, რომელიც სამიზნეს უკან იყო დაყენებული. მასზე მოხვედრილი ალფა-ნაწილაკები ლუმინოფორის მცირე ანთებებს იწვევდა. ამ ანთებების მიხედვით ექსპერიმენტატორს შეეძლო განესაზღვრა, რა რაოდენობით და რა კუთხით ხდებოდა წრფივი მოძრაობიდან ნაწილაკების გადახრა, ზოგი ნაწილაკი სამიზნედან უკუმიმართულებით აირეკლებოდა, ოქროს ფირფიტასთან დაჯახების შემდეგ.

 ამ ცდით დადგინდა, რომ ატომი შედგემა კომპაქტური, თუმცა მასიური, დადებითად დამუხტული ბირთვისგან, რომლის გარშემოც ელექტრონები მოძრაობენ. სწორედ ამიტომ აირეკლებოდა ალფა-ნაწილაკები პირდაპირ ბირთვთან შეჯახების დროს, რადგან ერთსახელა მუხტები ერთმანეთისგან განიზიდება, ხოლო რომლებმაც ფირფიტში გასვლა მოახერხა იმის მიხედვით გადაიხარა, რა მანძილზე ჩაუარა ბირთვს.

2 comments

  1. minda rom ufro gavafartovo chemi codna fizikis calkeul dargebshi. masg versad ver movidzie masalebi kbilanur gadacemaze, polispastebis sashualebit rogor gamovitvalot dzala da a. sh.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.